https://sputnik-georgia.com/20230425/xarvezi-armofxvrilia-semosavlebis-samsaxuris-sainformacio-centri-cveul-rejimsi-musaobs-277064126.html
ხარვეზი აღმოფხვრილია - შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
ხარვეზი აღმოფხვრილია - შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
Sputnik საქართველო
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო იყო შეჩერებული. 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T20:34+0400
2023-04-25T20:34+0400
2023-04-25T22:02+0400
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
შემოსავლების სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267761751_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_736c28ba13dc4d1a24957fd214f73914.jpg
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა, განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.25 აპრილის დილიდან საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო იყო შეჩერებული. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები ჩატარდა.შემოსავლების სამსახური, ყოველი შემთხვევისთვის, ტელეფონის ნომერსაც უთითებს: +995 032 2 299 299.შემოსავლების სამსახურის ფუნქციებს შორის არის გადასახადის/გადახდების გადამხდელებისთვის მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კომპეტენციის ფარგლებში გადასახადების/გადახდების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირება; მონაწილეობა გადასახადების/გადახდების შესახებ სამართლებრივი აქტების მომზადებაში, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებში.2023 წლის თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი Infohub.rs.ge აამოქმედა.Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად ახლდება ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ეხება როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებს, მათ შორის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/17/267761751_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_014d24ad2cf5f504d109c7fc7896e88f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემოსავლების სამსახური
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემოსავლების სამსახური
ხარვეზი აღმოფხვრილია - შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
20:34 25.04.2023 (განახლებულია: 22:02 25.04.2023) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო იყო შეჩერებული.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა, განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.
25 აპრილის დილიდან საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო იყო შეჩერებული. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები ჩატარდა.
შემოსავლების სამსახური, ყოველი შემთხვევისთვის, ტელეფონის ნომერსაც უთითებს: +995 032 2 299 299.
შემოსავლების სამსახურის ფუნქციებს შორის არის გადასახადის/გადახდების გადამხდელებისთვის მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კომპეტენციის ფარგლებში გადასახადების/გადახდების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირება; მონაწილეობა გადასახადების/გადახდების შესახებ სამართლებრივი აქტების მომზადებაში, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებში.
2023 წლის თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი
Infohub.rs.ge აამოქმედა.
Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად ახლდება ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ეხება როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებს, მათ შორის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.