https://sputnik-georgia.com/20230425/vasingtonma-rusetis-saelcos-elbaze-sexvedris-arnisvna-aikrzala-277041453.html
ვაშინგტონმა რუსეთის საელჩოს ელბაზე შეხვედრის წლისთავის აღნიშვნა აუკრძალა
ვაშინგტონმა რუსეთის საელჩოს ელბაზე შეხვედრის წლისთავის აღნიშვნა აუკრძალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. შეერთებული შტატები ზედიზედ მეორე წელია, რაც რუსეთის საელჩოს არლინგტონის სასაფლაოზე „ელბის სულის“ მემორიალურ დაფასთან ყვავილების... 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T09:34+0400
2023-04-25T09:34+0400
2023-04-25T16:38+0400
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_0:53:3164:1833_1920x0_80_0_0_940df3a17dd77cb2414f753a6cc8bcfa.jpg
თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. შეერთებული შტატები ზედიზედ მეორე წელია, რაც რუსეთის საელჩოს არლინგტონის სასაფლაოზე „ელბის სულის“ მემორიალურ დაფასთან ყვავილების გვირგვინის დადების ტრადიციული ცერემონიის ჩატარებას უკრძალავს, რომელიც მდინარე ელბაზე 1945 წელს მოკავშირეთა შეხვედრის წლისთავს ეძღვნება, განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.გარდა ამისა, ანტონოვის თქმით, გასულ წელს რუს დიპლომატებს ასევე არ მისცეს უფლება, სწვეოდნენ ანკორიჯში მდებარე ფორტ-რიჩარდსონის სასაფლაოს, სადაც საბჭოთა მფრინავები არიან დაკრძალული.როგორც ელჩი აცხადებს, მოსკოვს სულ უფრო და უფრო უჭირს გააგებინოს ვაშინგტონს, რაოდენ მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომის გმირების სახელების უკვდავყოფა და მათი ხსოვნის შენახვა.ამერიკელი და საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებმაც ნაცისტური გერმანია დაამარცხეს, 1945 წლის 25 აპრილს შეხვდნენ მდინარე ელბაზე. ეს მოვლენა ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების სამოკავშირეო ურთიერთობების უმაღლეს წერტილად მიიჩნევა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_3f007d69fbdd4d9699a2b09d93b2444a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, მეორე მსოფლიო ომი
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, მეორე მსოფლიო ომი
ვაშინგტონმა რუსეთის საელჩოს ელბაზე შეხვედრის წლისთავის აღნიშვნა აუკრძალა
09:34 25.04.2023 (განახლებულია: 16:38 25.04.2023) თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. შეერთებული შტატები ზედიზედ მეორე წელია, რაც რუსეთის საელჩოს არლინგტონის სასაფლაოზე „ელბის სულის“ მემორიალურ დაფასთან ყვავილების გვირგვინის დადების ტრადიციული ცერემონიის ჩატარებას უკრძალავს, რომელიც მდინარე ელბაზე 1945 წელს მოკავშირეთა შეხვედრის წლისთავს ეძღვნება, განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
გარდა ამისა, ანტონოვის თქმით, გასულ წელს რუს დიპლომატებს ასევე არ მისცეს უფლება, სწვეოდნენ ანკორიჯში მდებარე ფორტ-რიჩარდსონის სასაფლაოს, სადაც საბჭოთა მფრინავები არიან დაკრძალული.
როგორც ელჩი აცხადებს, მოსკოვს სულ უფრო და უფრო უჭირს გააგებინოს ვაშინგტონს, რაოდენ მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომის გმირების სახელების უკვდავყოფა და მათი ხსოვნის შენახვა.
„ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ორი ქვეყნის ვეტერანებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც მათი დიდებული გმირობა ახსოვს. ქედს ვიდრეკთ და ღრმა მადლიერებას გამოვხატავთ ანტიჰიტლერული კოალიციის ყველა წევრის მიმართ, რომლებიც თავისუფლებისა და პლანეტაზე მშვიდობიანი მომავლისთვის იბრძოდნენ“, — აღნიშნა ანტონოვმა.
ამერიკელი და საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებმაც ნაცისტური გერმანია დაამარცხეს, 1945 წლის 25 აპრილს შეხვდნენ მდინარე ელბაზე. ეს მოვლენა ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების სამოკავშირეო ურთიერთობების უმაღლეს წერტილად მიიჩნევა.