https://sputnik-georgia.com/20230425/sudanidan-saqartvelos-moqalaqeebis-evakuaciis-pirveli-etapi-dasrulda-277044995.html
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა - საგარეო უწყება
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა - საგარეო უწყება
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში ეგვიპტეში გადაიყვანენ, საიდანაც საქართველოში გამოემგზავრებიან. 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T11:01+0400
2023-04-25T11:01+0400
2023-04-25T17:25+0400
საქართველო
სუდანი
კონფლიქტები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276808572_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_33b6356b91a56c412679979d1bddbabf.jpg
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანში იმყოფებოდნენ, სადაც აპრილის შუა რიცხვებიდან ბრძოლები მიმდინარეობს სწრაფი რეაგირების ძალებსა და რეგულარულ არმიას შორის, ეგვიპტის საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც სუდანში მივლინებით იმყოფებოდნენ. თავიდან საქართველოს მოქალაქეები ხართუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც კვირას შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ევაკუაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული თურქეთში საქართველოს საელჩო და ეგვიპტეში საქართველოს საელჩო.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს პერიოდში მათ ეგვიპტეში გადაიყვანენ, საიდანაც საქართველოში გამოემგზავრებიან.სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 600-მდე ადამიანია დაღუპული. ჯანმომ კვირას განაცხადა, რომ დაიღუპა 420-ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 3,7 ათასზე მეტი. სუდანის ექიმთა პროფკავშირების ინფორმაციით, შეტაკებების დაწყებიდან დაიღუპა 256 მშვიდობიანი მცხოვრები და დაშავდა 1.454 მოქალაქე.
საქართველო
სუდანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276808572_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_b3c0ebd447b2094e0b7fa03f63f4026e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სუდანი, კონფლიქტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სუდანი, კონფლიქტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა - საგარეო უწყება
11:01 25.04.2023 (განახლებულია: 17:25 25.04.2023) საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში ეგვიპტეში გადაიყვანენ, საიდანაც საქართველოში გამოემგზავრებიან.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანში იმყოფებოდნენ, სადაც აპრილის შუა რიცხვებიდან ბრძოლები მიმდინარეობს სწრაფი რეაგირების ძალებსა და რეგულარულ არმიას შორის, ეგვიპტის საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც სუდანში მივლინებით იმყოფებოდნენ. თავიდან საქართველოს მოქალაქეები ხართუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც კვირას შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ევაკუაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული თურქეთში საქართველოს საელჩო და ეგვიპტეში საქართველოს საელჩო.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს პერიოდში მათ ეგვიპტეში გადაიყვანენ, საიდანაც საქართველოში გამოემგზავრებიან.
„ამ მომენტისთვის სუდანში საქართველოს არცერთი მოქალაქე აღარ იმყოფება. ყველა არის უსაფრთხოდ გამოყვანილი ამ ქვეყნიდან“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 600-მდე ადამიანია დაღუპული. ჯანმომ კვირას განაცხადა, რომ დაიღუპა 420-ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 3,7 ათასზე მეტი. სუდანის ექიმთა პროფკავშირების ინფორმაციით, შეტაკებების დაწყებიდან დაიღუპა 256 მშვიდობიანი მცხოვრები და დაშავდა 1.454 მოქალაქე.