მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უდიდესი 25 წლის განმავლობაში: შვედეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

© AFP 2024 / Money Sharma
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. შვედეთი ბოლო 25 წლის განმავლობაში უდიდეს სამხედრო წვრთნებს ატარებს, რომელიც 17 აპრილს დაიწყო და 11 მაისამდე გასტანს, იუწყება The Local.
გავრცელებული ინფორმაციით, მანევრებში 14 ქვეყნის 26.000 ჯარისკაცი მონაწილეობს, რომელთაგან უმეტესობა ნატოს ქვეყნებიდანაა. ესენია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ლატვია, ლიეტუვა, დანია, გერმანია და საფრანგეთი. მათ გარდა სამხედრო წვრთნებში ჩართულები არიან ავსტრიელი და უკრაინელი სამხედროებიც.
აღინიშნება, რომ მანევრების ერთ-ერთი არეალია ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძული გოტლანდი, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„სწავლება ტარდება ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე — ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე“, — ნათქვამია შვედეთის შეიარაღებული ძალების პრეს-რელიზში.
როგორც ცნობილია, შვედეთი 1990-იან წლებში შეუერთდა ნატოს პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, თუმცა ალიანსის წევრი დღემდე არ არის. შესაბამისად, მასზე არ ვრხელდება ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რომელიც აგრესიის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის გარანტიას იძლევა.
შვედეთმა ნატოს წევრობაზე განაცხადი ფინეთთან ერთად წარადგინა რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მოკლე ხანში — 2022 წლის მაისში. ფინეთი უკვე ოფიციალურად გახდა ალიანსის წევრი, შვედეთი კი კვლავაც აწყდება წინააღმდეგობას თურქეთისა და უნგრეთის მხრიდან.
წყარო: The Local
ყველა ახალი ამბავი
0