https://sputnik-georgia.com/20230425/mtavroba-avtosadgurebis-modernizacias-gegmavs-277025692.html
საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების მოდერნიზაციას გეგმავს
საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების მოდერნიზაციას გეგმავს
Sputnik საქართველო
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის განვითარება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარების ნაწილია. 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T09:46+0400
2023-04-25T09:46+0400
2023-04-25T16:44+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/07/248340779_0:100:3070:1826_1920x0_80_0_0_ad66034ebb8ce93e2eb36aef5ec1514f.jpg
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რათა მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანის საკითხი დარეგულირდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.2022 წლის დეკემბერში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც საქალაქთაშორისო გადაზიდვებს და ავტოსადგურების მოწესრიგებას ეხება. მინისტრის თქმით, ისინი არ აკმაყოფილებენ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს.მთავრობის მეთაურის თქმით, ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მგზავრთა გადაყვანა კი პირველ რიგში უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო.„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს მივცემთ გონივრულ ვადას იმისთვის, რათა გამოასწორონ ყველა პრობლემა. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება მათი მგზავრობა ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.დღეისათვის ქალაქებსა და სოფლებს შორის მგზავრების გადაყვანას კერძო კომპანიები ახორციელებენ, რომლებიც მუშაობენ საკუთარი განრიგის მიხედვით და თავად ირჩევენ გაჩერების ადგილს.საქალაქთაშორისო ტრანსპორტის განვითარება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარების ნაწილია.საქართველოსთვის ტურიზმი შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და ამიტომ მთავრობა ცდილობს დიდი ყურადღება დაუთმოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების მოზიდვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/07/248340779_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_2511ee1f7bcc9d60d266879d9329fad0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების მოდერნიზაციას გეგმავს
09:46 25.04.2023 (განახლებულია: 16:44 25.04.2023) საქალაქთაშორისო ტრანსპორტის განვითარება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარების ნაწილია.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რათა მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანის საკითხი დარეგულირდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
2022 წლის დეკემბერში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც საქალაქთაშორისო გადაზიდვებს და ავტოსადგურების მოწესრიგებას ეხება. მინისტრის თქმით, ისინი არ აკმაყოფილებენ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს.
„იქ (ავტოსადგურებში) არის ანტისანიტარია, მინიმალური მოთხოვნები და სტანდარტები არ არის დაკმაყოფილებული. ეს ასევე უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოების წესებს. რა თქმა უნდა, ეს მიმართულება საჭიროებს სახელმწიფოს ჩართულობასა და მონაწილეობას. ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კონკრეტული ღონისძიებები“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მგზავრთა გადაყვანა კი პირველ რიგში უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს მივცემთ გონივრულ ვადას იმისთვის, რათა გამოასწორონ ყველა პრობლემა. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება მათი მგზავრობა ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეისათვის ქალაქებსა და სოფლებს შორის მგზავრების გადაყვანას კერძო კომპანიები ახორციელებენ, რომლებიც მუშაობენ საკუთარი განრიგის მიხედვით და თავად ირჩევენ გაჩერების ადგილს.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის განვითარება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარების ნაწილია.
საქართველოსთვის ტურიზმი შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და ამიტომ მთავრობა ცდილობს დიდი ყურადღება დაუთმოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების მოზიდვას.