მარნეულში მოსწავლეები გაზით მოიწამლნენ

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
ბავშვები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. მარნეულის მე-6 სკოლის სამი მოსწავლე შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
არსებული ინფორმაციით, სკოლის გარეთ, სხვა ტერიტორიაზე გაზმა გაჟონა, რამაც, როგორც ჩანს, შემდეგ სკოლაშიც შეაღწია, რაც მოსწავლეების შეუძლოდ გახდომის მიზეზი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით სამი ბავშვია გადაყვანილი.
ყველა ახალი ამბავი
0