https://sputnik-georgia.com/20230425/koruasvilis-meotxe-braitoni-moskovis-saertasoriso-kinifestivalze-iqneba-nacvenebi-277064573.html
კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები
კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები
Sputnik საქართველო
ფილმის ჩვენება ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში გაიმართება. 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T21:01+0400
2023-04-25T21:01+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262033654_24:0:726:395_1920x0_80_0_0_2b7d4940d81846480e4d543b82e81349.jpg
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ქართული დრამა „მეოთხე ბრაიტონი" 25 აპრილს მოსკოვის რიგით 45-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები.მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი არის მეორე უძველესი კინოფესტივალი მსოფლიოში ვენეციის ფესტივალის შემდეგ. მოსკოვის პირველი კინოფესტივალი 1935 წელს გაიმართა. მას ერქვა „საბჭოთა კინოფესტივალი მოსკოვში".როგორც ფესტივალის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ქართული ფილმის ჩვენება ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში გაიმართება.კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ შვედი მაყურებელი იხილავს >>ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავე კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო აღებული ვალის გადახდაში დაეხმაროს. ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა.ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხია“. ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.„მეოთხე ბრაიტონმა“ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებას რამდენჯერმე მიაღწია. ფილმი XVI საერთაშორისო კინოფესტივალი „ევრაზიის“ პრიზიორი გახდა, რომელიც ყაზახეთის ალმათიში ჩატარდა. „მეოთხე ბრაიტონმა“ Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მან ასევე მიიღო ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი. გარდა ამისა, ფილმმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზიც მოიპოვა. დეკემბერში კი „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში წითელი ზღვის კინოფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262033654_111:0:638:395_1920x0_80_0_0_df87c2e8d217c1c04a064c384eae3c22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები
21:01 25.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ფილმის ჩვენება ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში გაიმართება.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ქართული დრამა „მეოთხე ბრაიტონი" 25 აპრილს მოსკოვის რიგით 45-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები.
მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი არის მეორე უძველესი კინოფესტივალი მსოფლიოში ვენეციის ფესტივალის შემდეგ. მოსკოვის პირველი კინოფესტივალი 1935 წელს გაიმართა. მას ერქვა „საბჭოთა კინოფესტივალი მოსკოვში".
როგორც ფესტივალის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ქართული ფილმის ჩვენება ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში გაიმართება.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავე კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო აღებული ვალის გადახდაში დაეხმაროს. ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატების ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხია“. ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
„მეოთხე ბრაიტონმა“ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებას რამდენჯერმე მიაღწია. ფილმი XVI საერთაშორისო კინოფესტივალი „ევრაზიის“ პრიზიორი გახდა, რომელიც ყაზახეთის ალმათიში ჩატარდა. „მეოთხე ბრაიტონმა“ Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. მან ასევე მიიღო ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი. გარდა ამისა, ფილმმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზიც მოიპოვა. დეკემბერში კი „მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში წითელი ზღვის კინოფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა.