კახეთში მდინარეში მამაკაცს ეძებენ

© Sputnik / STRINGERსამაშველო ოპერაცია მდინარეზე
სამაშველო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
მამაკაცი შვილთან ერთად ავტომანქანით მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლას ცდილობდა, თუმცა მანქანა დინებამ წაიღო.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. მაშველები შუახნის მამაკაცს ეძებენ, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ლეჩურთან, მდინარე სტორში დინებამ მანქანასთან ერთად წაიღო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, მამაკაცი შვილთან ერთად მანქანით მდინარის გადალახვას ცდილობდა. ამ დროს მდინარეში წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა და მანქანა დინებამ წაიღო.
შვილმა მანქანიდან გადმოსვლა და ნაპირზე გამოსვლა მოახერხა. ამჟამად დაკარგულის ძებნა გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0