https://sputnik-georgia.com/20230425/ft-g7-da-iaponia-amerikis-antitrusuli-iniciativa-277044783.html
FT: იაპონია და ევროკავშირი აშშ-ის ანტირუსულ ინიციატივას მხარს არ უჭერენ
FT: იაპონია და ევროკავშირი აშშ-ის ანტირუსულ ინიციატივას მხარს არ უჭერენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. ევროკავშირმა და იაპონიამ მხარი არ დაუჭირეს აშშ-ის წინადადებას G7-ის წევრი ქვეყნებისადმი, რომელიც რუსეთში ყველანაირი ექსპორტის... 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T10:34+0400
2023-04-25T10:34+0400
2023-04-25T17:19+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ახალი ამბები
მარცვლეულის გარიგება
რუსეთი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
დიდი შვიდეული
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276167413_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_2f25166b9e25c8b42ca20b3d765e2e79.jpg
თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. ევროკავშირმა და იაპონიამ მხარი არ დაუჭირეს აშშ-ის წინადადებას G7-ის წევრი ქვეყნებისადმი, რომელიც რუსეთში ყველანაირი ექსპორტის სრულად აკრძალვას ითვალისწინებს, წერს გაზეთი Financial Times.მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია G7-ის სამიტზე (რომელიც 19-21 მაისს გაიმართება ჰიროსიმაში) აპირებს წარმოადგინოს წინადადება რუსეთში პრაქტიკულად ყველა საქონლის ექსპორტზე ემბარგოს დაწესების შესახებ.როგორც FT-ს წყარო აცხადებს, სამიტისთვის მოსამზადებელ შეხვედრაზე ევროკავშირისა და იაპონიის წარმომადგენლებმა მსგავსი ზომები შეუსრულებლად მიიჩნიეს.მათი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ის წინადადებას მიიღებენ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და მედიკამენტების მიმართ სანქციების პოლიტიკა მაინც უცვლელი დარჩება, ანუ ამ ორი კატეგორიის საქონელზე ექსპორტის სრული აკრძალვა მოსალოდნელი არ არის.გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთში პრაქტიკულად ყველა საქონლის ექსპორტის სრული აკრძალვა იმის გამო მოითხოვა, რომ უკმაყოფილოა არსებული სისტემით, რომლის პირობებშიც რუსეთი კვლავაც განაგრძობს დასავლური ტექნოლოგიების იმპორტს.რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა უკვე უპასუხა აშშ-ის წინადადებას და განაცხადა, რომ ექსპორტის სრული აკრძალვა მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას გამოიწვევს. მისი თქმით, „G7-ის ჭკუანაკლულების იდეა“ იმითაა მშვენიერი, რომ ის ასევე „ავტომატურად გულისხმობს რუსეთიდან საქონლის იმპორტის შეწყვეტას G7-სთვის ყველაზე მგრძნობიარე კატეგორიებში“. წყარო: Financial Times
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276167413_0:349:2265:2048_1920x0_80_0_0_64911059e8a4509cee16f5a04f33a947.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, მარცვლეულის გარიგება, რუსეთი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დიდი შვიდეული, იაპონია
პოლიტიკა, ახალი ამბები, მარცვლეულის გარიგება, რუსეთი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დიდი შვიდეული, იაპონია
თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. ევროკავშირმა და იაპონიამ მხარი არ დაუჭირეს აშშ-ის წინადადებას G7-ის წევრი ქვეყნებისადმი, რომელიც რუსეთში ყველანაირი ექსპორტის სრულად აკრძალვას ითვალისწინებს, წერს გაზეთი Financial Times.
მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია G7-ის სამიტზე (რომელიც 19-21 მაისს გაიმართება ჰიროსიმაში) აპირებს წარმოადგინოს წინადადება რუსეთში პრაქტიკულად ყველა საქონლის ექსპორტზე ემბარგოს დაწესების შესახებ.
როგორც FT-ს წყარო აცხადებს, სამიტისთვის მოსამზადებელ შეხვედრაზე ევროკავშირისა და იაპონიის წარმომადგენლებმა მსგავსი ზომები შეუსრულებლად მიიჩნიეს.
მათი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ის წინადადებას მიიღებენ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და მედიკამენტების მიმართ სანქციების პოლიტიკა მაინც უცვლელი დარჩება, ანუ ამ ორი კატეგორიის საქონელზე ექსპორტის სრული აკრძალვა მოსალოდნელი არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთში პრაქტიკულად ყველა საქონლის ექსპორტის სრული აკრძალვა იმის გამო მოითხოვა, რომ უკმაყოფილოა არსებული სისტემით, რომლის პირობებშიც რუსეთი კვლავაც განაგრძობს დასავლური ტექნოლოგიების იმპორტს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა უკვე უპასუხა აშშ-ის წინადადებას და განაცხადა, რომ ექსპორტის სრული აკრძალვა მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას გამოიწვევს. მისი თქმით, „G7-ის ჭკუანაკლულების იდეა“ იმითაა მშვენიერი, რომ ის ასევე „ავტომატურად გულისხმობს რუსეთიდან საქონლის იმპორტის შეწყვეტას G7-სთვის ყველაზე მგრძნობიარე კატეგორიებში“.