https://sputnik-georgia.com/20230425/fexebis-dagrzelebis-operacia-mamakacebsi-sul-ufro-popularuli-xdeba-277059105.html
ფეხებს ოპერაციით სულ უფრო მეტი მამაკაცი იგრძელებს: ფოტოფაქტი
ფეხებს ოპერაციით სულ უფრო მეტი მამაკაცი იგრძელებს: ფოტოფაქტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ექიმების თქმით, შეერთებულ შტატებში მამაკაცთა შორის სულ უფრო პოპულარული ხდება ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც კიდურების დაგრძელებაა... 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T17:17+0400
2023-04-25T17:17+0400
2023-08-17T10:47+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
საზოგადოება
აშშ
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ექიმების თქმით, შეერთებულ შტატებში მამაკაცთა შორის სულ უფრო პოპულარული ხდება ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც კიდურების დაგრძელებაა შესაძლებელი, წერს გამოცემა Sky News.კიდურების დაგრძელების ოპერაცია — ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხელების ან ფეხების ძვლები გრძელდება. ის ასევე გამოიყენება ჩონჩხის დისპლაზიის სამკურნალოდ, ძვლების ზრდის პრობლემების აღმოსაფხვრელად და სხვადასხვა სიგრძის ძვლების გასათანაბრებლად.როგორც კალიფორნიელი ქირურგი შაჰაბ მაჰბუბიანი აცხადებს, ბოლო ხუთ წელიწადში საგრძნობლად იმატა იმ მამაკაცთა რიცხვმა, რომლებსაც ამ გზით სიმაღლეში გაზრდა სურთ.რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მათ შორის არიან 60-65 წლის მამაკაცებიც, რომლებსაც „ჯუჯებზე“ ხუმრობები მობეზრდათ და სურთ არასრულფასოვნების კომპლექსი დაძლიონ.ქირურგის თქმით, წელს მას 50 მსგავსი ოპერაცია აქვს დაგეგმილი, რაც ორჯერ მეტია სამი წლის წინანდელ მაჩვენებელზე.როგორც ირკვევა, ოპერაცია ოთხსაათიანია და 75 ათასი დოლარი ღირს. ამ დროს თითოეული ფეხის ბარძაყის ძვლები იჭრება და მათ შიგნით სპეციალური ორთოპედიული ღერძები მაგრდება, რომლებიც მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში დღეში თითო მილიმეტრით გრძელდება დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით. დროთა განმავლობაში ღეროების გარშემო ახალი ძვლები ყალიბდება, რის შემდეგაც მათ ისევ ქირურგიული გზით იღებენ კიდურებიდან. სპეციალისტების თქმით, პროცესის დასრულებას, როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება.აღსანიშნავია, რომ ძვლების დამაგრძელებელი ღერძების სამართავი პულტი თავად პაციენტებს გადაეცემა, რომელთაც დეტალურად უხსნიან, როგორ უნდა გამოიყენონ მოწყობილობა.წყარო: Sky News
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, საზოგადოება, აშშ , ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, საზოგადოება, აშშ , ექიმის რჩევები
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ექიმების თქმით, შეერთებულ შტატებში მამაკაცთა შორის სულ უფრო პოპულარული ხდება ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც კიდურების დაგრძელებაა შესაძლებელი, წერს გამოცემა Sky News.
კიდურების დაგრძელების ოპერაცია — ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხელების ან ფეხების ძვლები გრძელდება. ის ასევე გამოიყენება ჩონჩხის დისპლაზიის სამკურნალოდ, ძვლების ზრდის პრობლემების აღმოსაფხვრელად და სხვადასხვა სიგრძის ძვლების გასათანაბრებლად.
როგორც კალიფორნიელი ქირურგი შაჰაბ მაჰბუბიანი აცხადებს, ბოლო ხუთ წელიწადში საგრძნობლად იმატა იმ მამაკაცთა რიცხვმა, რომლებსაც ამ გზით სიმაღლეში გაზრდა სურთ.
რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მათ შორის არიან 60-65 წლის მამაკაცებიც, რომლებსაც „ჯუჯებზე“ ხუმრობები მობეზრდათ და სურთ არასრულფასოვნების კომპლექსი დაძლიონ.
ქირურგის თქმით, წელს მას 50 მსგავსი ოპერაცია აქვს დაგეგმილი, რაც ორჯერ მეტია სამი წლის წინანდელ მაჩვენებელზე.
როგორც ირკვევა, ოპერაცია ოთხსაათიანია და 75 ათასი დოლარი ღირს. ამ დროს თითოეული ფეხის ბარძაყის ძვლები იჭრება და მათ შიგნით სპეციალური ორთოპედიული ღერძები მაგრდება, რომლებიც მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში დღეში თითო მილიმეტრით გრძელდება დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით.
დროთა განმავლობაში ღეროების გარშემო ახალი ძვლები ყალიბდება, რის შემდეგაც მათ ისევ ქირურგიული გზით იღებენ კიდურებიდან. სპეციალისტების თქმით, პროცესის დასრულებას, როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ძვლების დამაგრძელებელი ღერძების სამართავი პულტი თავად პაციენტებს გადაეცემა, რომელთაც დეტალურად უხსნიან, როგორ უნდა გამოიყენონ მოწყობილობა.