მოსაზრება: დასავლეთს კონტრშეტევის ჩავარდნისთვის ამზადებენ

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
დავიდ ნარმანია
ამერიკულმა გამოცემა Politico-მ გაამჟღავნა, რას შეეჯახებიან კიევი და ვაშინგტონი რამდენიმე თვეში. ვადები, რასაკვირველია, სათუოა - ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინის კონტრშეტევაზე, რომლის შესახებაც ხმები ჯერ კიდევ ზამთრის დასაწყისში გავრცელდა, ახლა კი იმაზე ალაპარაკდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაფხულს ელოდებიან, წერს „რია ნოვოსტის“ მიმომხილველი.
ახლა ჭორებს დაემატა ე.წ. გაჟონილი ცნობები პენტაგონიდან - რა სიმართლეა, რა მონაგონი, ალბათ, თავად ამერიკელმა სამხედროებმაც არ იციან, მაგრამ მათი თანამემამულეებისთვის მასმედიიდან ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა გამოცემის მიერ გავრცელებულ სცენარს პოლიტოლოგებიც ადასტურებენ.
შეტევის შემდეგ, რომელიც, როგორც სტატიის ავტორები ელიან, არა მხოლოდ ვერ მიაღწევს დასახულ - 1991 წლის საზღვრების აღდგენის მიზნებს, არამედ გასული წლის სექტემბერსაც ვერ გაიმეორებს, უკრაინა და, რაც მთავარია, აშშ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან: როგორ მოიქცნენ შემდეგ?
კიევს მდიდარი არჩევანი არ აქვს. ზელენსკისა და მის თანამებრძოლებს ერთი ფუნქცია აქვთ - გაცვალონ უკრაინელების სიცოცხლე ამერიკელი გადასახადების გადამხდელების დოლარებზე. ბატონის ნასუფრალიდან ნამცეცები მსახურებსაც შეხვდებათ, მაგრამ ვაშინგტონი თავადაც აღიარებს: საუბარია მთელი ხარჯის მხოლოდ მეხუთედზე.
თუმცა აშშ-ში იციან თავიანთი მიზნებისთვის საჭირო ხალხის გამონახვა. იმავე Politico-ს მაგალითად მოჰყავს ავღანეთი. „აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინა გააფრთხილეს ზედმეტი ამბიციების საფრთხეებზე“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები და მოჰყავთ აშრაფ განის მაგალითი, რომელიც ამერიკელების წასვლის შემდეგ იძულებული იყო, ქვეყნიდან გაქცეულიყო. მინიშნება იმაზე, რომ ასეთივე ბედს უმზადებენ ზელენსკის, ადვილად იკითხება.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ თავად უკრაინის ხელისუფლებას უჭირს მიზნების განსაზღვრა. ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე საუბრობს იმაზე, რომ კიევი მზად იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მოახერხებს ყირიმის საზღვრებთან მიახლოებას, უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ნახევარკუნძულზე ტამილა ტაშევა კი ამტკიცებს, რომ დიპლომატიური მოგვარება შეიძლება დაიწყოს, როგორც კი რუსეთის ჯარი რეგიონიდან წავა.
მაგრამ თავად ზელენსკის ფონზე, რომელიც აცხადებდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელი იყო მანამ, სანამ პუტინი ხელისუფლების სათავეში იქნებოდა, მუდმივი წარმომადგენელიც, რომელიც ყირიმში 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა, უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.
უკრაინა ამ საბედისწერო სუფრაზე მთავარი სტუმარი არ არის, ის კერძი უფროა. ხოლო იმათ, ვინც ვაშინგტონთან ერთად აფინანსებს სუფრას ევროებით, ნელ-ნელა დაღლა ეტყობათ. და ატლანტიკის აქეთა მხარეს ბევრი უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობას მიიღებს, როგორც საბაბს, მიუსვას კიევი მოლაპარაკების მაგიდას.
თვით შტატებშიც აცნობიერებენ, რომ მოლოდინი ჭიანურდება და თუ კონტრშეტევა არ გაამართლებს გაზვიადებულ იმედებს, ომის მომხრეებიც და მშვიდობის მომხრეებიც ჯო ბაიდენს დაადანაშაულებენ. პირველნი იმაში, რომ არ დააკმაყოფილა კიევის ყველა თხოვნა, მეორენი იმაში, რომ უკრაინა ბიუჯეტს მეტისმეტად ძვირი დაუჯდა.
ზოგადად, სტატია მკითხველს ამზადებს თუ მოლაპარაკებებისთვის არა, კონფლიქტის გაყინვისთვის მაინც. მაგრამ ხელსაყრელია თუ არა ეს სცენარი რუსეთისთვის? დიპლომატიური დარეგულირების შესაძლებლობები სტატუს-კვოს შენარჩუნების შემთხვევაში ამოწურული ჩანს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მოტივებზე, რომლებიც სპეცოპერაციას დაედო საფუძვლად: ნატოს მხრიდან საფრთხის განეიტრალება და ადამიანების დაცვა, რომლებმაც არ აღიარეს მაიდანის მოვლენები. მაგრამ გასულმა ათმა წელიწადმა აჩვენა, რომ მშვიდობიანი გზით ამ მიზნების მიღწევის მცდელობა წარმატებით არ დაგვირგვინდა. მინსკის შეთანხმების ორი პაკეტი, სტამბოლის შეთანხმებები - ეს ყველაფერი კიევმა და მისმა სპონსორებმა გამოიყენეს, როგორც შესაძლებლობა საკუთარი ძალების განსამტკიცებლად.
ახლა კი იღვიძებს ნატოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელმაც ცივი ომის შემდეგ საგრძნობლად შეამცირა მადა. იმისათვის, რომ ძველი ძალები აღიდგინოს, რამდენიმე წელი მოცდა მოუწევს. მაგრამ „დიდი ომი ევროპაში“, როგორც დასავლეთში უკრაინის კრიზისი მონათლეს, ამად ღირს, დარწმუნებული არიან ვაშინგტონში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0