https://sputnik-georgia.com/20230425/baideni-arcevnebsi-miirebs-monawileobas-277056144.html
პრეზიდენტის არჩევნები აშშ-ში: ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო
პრეზიდენტის არჩევნები აშშ-ში: ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რის თაობაზეც ოფიციალური განცხადება... 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T15:24+0400
2023-04-25T15:24+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ჯო ბაიდენი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265576438_0:8:3022:1708_1920x0_80_0_0_8b6d34bc1fd82a243e939721d8c88387.jpg
თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რის თაობაზეც ოფიციალური განცხადება გააკეთა.საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე ბაიდენმა Twitter-აკაუნტზე დაწერა.როგორც პრეზიდენტის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, ამერიკელებმა უნდა განაგრძონ ბრძოლა „ამერიკის სულისთვის“ და გადაჭრან მათ წინაშე მდგარი ამოცანა – ექნებათ მეტი თუ ნაკლები თავისუფლება და უფლებები.მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის უკვე 86 წლის იქნება, ფსონს პირველი ვადის საკანონმდებლო მიღწევებსა და 50-ზე მეტი წლის სამუშაო გამოცდილებაზე დებს, რასაც „მის ასაკზე უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს“.ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ზუსტად იმ დღეს გააკეთა, რა დღესაც 2019 წელს, როდესაც პირველად გამოთქვა სურვილი, გამხდარიყო თეთრი სახლის მასპინძელი.აღსანიშნავია, რომ ბაიდენს დემოკრატიულ პარტიაში სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს, რესპუბლიკელების ფავორიტი კი 76 წლის დონალდ ტრამპია, რომელიც პოსტზე სწორედ ბაიდენმა ჩაანაცვლა 2020 წელს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265576438_119:0:2848:2047_1920x0_80_0_0_c3fc0d75fb6ed61f7f4c5f700c2e008c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ჯო ბაიდენი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ჯო ბაიდენი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
პრეზიდენტის არჩევნები აშშ-ში: ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო
15:24 25.04.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რის თაობაზეც ოფიციალური განცხადება გააკეთა.
საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე ბაიდენმა Twitter-აკაუნტზე
დაწერა.
„თითოეულ თაობას აქვს მომენტი, როდესაც მათ დემოკრატიისთვის ბრძოლა უწევთ. ძირითადი თავისუფლებების დასაცავად. მჯერა, რომ ჩვენი დრო დადგა. ამიტომ ვიყრი კენჭს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე. შემოგვიერთდით. მოდით, დავასრულოთ საქმე“, — ნათქვამია ბაიდენის ტვიტში.
როგორც პრეზიდენტის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, ამერიკელებმა უნდა განაგრძონ ბრძოლა „ამერიკის სულისთვის“ და გადაჭრან მათ წინაშე მდგარი ამოცანა – ექნებათ მეტი თუ ნაკლები თავისუფლება და უფლებები.
„ახლა შერიგების გამოვლენის დრო არ არის. აი, ამიტომაც ვიბრძოლებ ხელახალი არჩევისთვის“, — ამბობს ჯო ბაიდენი.
მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის უკვე 86 წლის იქნება, ფსონს პირველი ვადის საკანონმდებლო მიღწევებსა და 50-ზე მეტი წლის სამუშაო გამოცდილებაზე დებს, რასაც „მის ასაკზე უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს“.
ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ზუსტად იმ დღეს გააკეთა, რა დღესაც 2019 წელს, როდესაც პირველად გამოთქვა სურვილი, გამხდარიყო თეთრი სახლის მასპინძელი.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენს დემოკრატიულ პარტიაში სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს, რესპუბლიკელების ფავორიტი კი 76 წლის დონალდ ტრამპია, რომელიც პოსტზე სწორედ ბაიდენმა ჩაანაცვლა 2020 წელს.