13 წლის ქართველი მოზარდი ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზეა წარდგენილი

© Diletantასტრიდ ლინდგრენი
ასტრიდ ლინდგრენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
ახალგაზრდა ავტორი წარდგენილია თავისი ფანტასტიკური ჟანრის წიგნით „აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. 13 წლის ავტორი–ილუსტრატორი ნიკოლოზ ლოლაძე ცნობილი შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემიაზეა წარდგენილი.
საქართველოდან თავის ნომინანტებს, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა წარადგენს. ამჯერად პრემიაზე წარადგინეს 13 წლის ნიკოლოზ ლოლაძე და ასევე ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტი გივი ჩიღვინაძე.
ნიკოლოზი წარდგენილია ფანტასტიკურ ჟანრის წიგნითაბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“, რომელიც თვითონ დაწერა და ილუსტრაციებითაც თვითონ გააფორმა.
საინტერესოა, რომ ლოლაძემ, რომელიც თბილისის 52-ე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა, წიგნზე მუშაობა საბეჭდ მანქანაზე დაიწყო.
რაც შეეხება გივი ჩიღვინაძეს, ის კარგადაა ცნობილი უფროსი თუ პატარა მკითხველისთვის. მისი ლექსები, მოთხრობები ბავშვებისთვის და ისტორიული კვლევები დიდი ხანია იბეჭდება ლიტერატურულ, საბავშვო და ისტორიულ ჟურნალებში, გამოცემულია წიგნების სახით.
ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია (Astrid Lindgren Memorial Award) არის შვედური პრემია მიღწევებისთვის საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც შვედეთის მთავრობამ 2002 წელს დააწესა. პრემია გაიცემა ყოველ წელს, საპრიზო ფონდი 5 მილიონ შვედურ კრონს (ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტს) შეადგენს.
ჯილდოს ასევე „საბავშვო ნობელის პრემიას“ უწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0