ნუცა ბუზალაძე American Idol-ის 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა

© courtesy of Nutsa Buzaladze ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე
 - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
ნუცა ბუზალაძე პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ პროექტში American Idol მონაწილეობს.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგა-შოუ American Idol-ის კონკურსანტების ტოპ-12-ში შევიდა.
ამ ტურში ქართველმა მომღერალმა შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა And I Am Telling You, You Are Not Going ფილმიდან Dreamgirls და, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი იყო. ნუცამ ჟიურის სამივე წევრისგან, ტრადიციულად, დიდი ოვაციები და მოწონება დაიმსახურა.
თუმცა, ნუცა ბუზალაძე პროექტის ტოპ-12-ში მოხვდა არა მაყურებელთა ხმების, არამედ ჟიურის კვოტის წყალობით. ჟიურის უფლება ჰქონდა, მომდევნო ტურში ორი კონკურსანტი გაეყვანა, მათგან ერთ-ერთი ნუცა იყო.
ნუცა ბუზალაძე პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ პროექტში American Idol მონაწილეობს.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა". მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0