https://sputnik-georgia.com/20230425/-----------277047779.html
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრმა მუშაობა დროებით შეაჩერა - უწყების განმარტება
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრმა მუშაობა დროებით შეაჩერა - უწყების განმარტება
Sputnik საქართველო
შემოსავლების სამსახური შექმნილი შეფერხების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T12:50+0400
2023-04-25T12:50+0400
2023-04-25T18:48+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემოსავლების სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_d3ec1de63eee1c583c9007d3ca7ee304.jpg
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო შეჩერებულია, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა მომსახურების სრული აღდგენა დროულად მოხდეს. შემოსავლების სამსახურის ტელეფონის ნომერია +995 032 2 299 299.შემოსავლების სამსახურის ფუნქციებს შორის არის გადასახადის/გადახდების გადამხდელებისთვის მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კომპეტენციის ფარგლებში გადასახადების/გადახდების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირება; მონაწილეობა გადასახადების/გადახდების შესახებ სამართლებრივი აქტების მომზადებაში, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებში.2023 წლის თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი Infohub.rs.ge აამოქმედა.Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად ახლდება ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ეხება როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებს, მათ შორის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_beb5d01946d4511c4d6b55305a9b8c59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემოსავლების სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემოსავლების სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრმა მუშაობა დროებით შეაჩერა - უწყების განმარტება
12:50 25.04.2023 (განახლებულია: 18:48 25.04.2023) შემოსავლების სამსახური შექმნილი შეფერხების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო შეჩერებულია, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა მომსახურების სრული აღდგენა დროულად მოხდეს. შემოსავლების სამსახურის ტელეფონის ნომერია +995 032 2 299 299.
„გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-Chat-ის მეშვეობით, ან შეგიძლიათ დისტანციურ რეჟიმში ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით", – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ფუნქციებს შორის არის გადასახადის/გადახდების გადამხდელებისთვის მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კომპეტენციის ფარგლებში გადასახადების/გადახდების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირება; მონაწილეობა გადასახადების/გადახდების შესახებ სამართლებრივი აქტების მომზადებაში, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებში.
2023 წლის თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი Infohub.rs.ge აამოქმედა.
Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად ახლდება ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ეხება როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებს, მათ შორის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.