https://sputnik-georgia.com/20230424/yazaxetsi-maisis-arlumebi-ar-gaimarteba-277004602.html
ყაზახეთი მაისის აღლუმებზე უარს ამბობს: თავდაცვის სამინისტროს განმარტება
ყაზახეთი მაისის აღლუმებზე უარს ამბობს: თავდაცვის სამინისტროს განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. მიმდინარე წელს ყაზახეთში სამშობლოს დამცველთა დღისადმი (7 მაისს) და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმები არ... 24.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-24T13:40+0400
2023-04-24T13:40+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ყაზახეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270201262_0:98:1920:1178_1920x0_80_0_0_9d2ad31efbe89b197f59520662cdd58b.jpg
თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. მიმდინარე წელს ყაზახეთში სამშობლოს დამცველთა დღისადმი (7 მაისს) და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმები არ გაიმართება, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.როგორც თავდაცვის უწყება განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით მიიღო, მით უმეტეს, რომ სამინისტროს სხვა აუცილებელი ამოცანებიც აქვს გადასაჭრელი.ამასთან აღინიშნება, რომ დღესასწაულებისთვის დაგეგმილია და უკვე ტარდება კიდეც სამხედრო-პატრიოტული ღონისძიებები, რა დროსაც პატივს მიაგებენ განსაკუთრებით წარჩინებულ სამხედროებს.ყაზახეთში გამარჯვებისა და სამშობლოს დამცველთა დღეები არც 2022 წელს აღნიშნულა აღლუმებით. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილება მაშინაც საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის სურვილით ახსნა. ქვეყანაში 7 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ბოლოს 2018 წელს გაიმართა, ხოლო 9 მაისის აღლუმი — 2019 წელს. მომდევნო 2020-2021 წლებში აღლუმებზე უარის თქმა კორონავირუსული პანდემიით იყო განპირობებული.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთადერთი უცხოელი ლიდერი, რომელიც მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვია. წყარო: „Sputnik ყაზახეთი“
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270201262_110:0:1811:1276_1920x0_80_0_0_7a0f3687f4a11be732cfe9610771a8e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყაზახეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი მაისის აღლუმებზე უარს ამბობს: თავდაცვის სამინისტროს განმარტება
13:40 24.04.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. მიმდინარე წელს ყაზახეთში სამშობლოს დამცველთა დღისადმი (7 მაისს) და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმები არ გაიმართება, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
როგორც თავდაცვის უწყება განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით მიიღო, მით უმეტეს, რომ სამინისტროს სხვა აუცილებელი ამოცანებიც აქვს გადასაჭრელი.
„2023 წელს ყაზახეთში სამხედრო აღლუმის გამართვა არ იგეგმება — საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიზნით და ასევე იმის გათვლით, რომ არსებობს სხვა აუცილებლად გადასაჭრელი პრობლემები. კერძოდ, პრიორიტეტულია ყაზახეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნისა და მობილობის საჭირო დონის შენარჩუნება“, — ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ამასთან აღინიშნება, რომ დღესასწაულებისთვის დაგეგმილია და უკვე ტარდება კიდეც სამხედრო-პატრიოტული ღონისძიებები, რა დროსაც პატივს მიაგებენ განსაკუთრებით წარჩინებულ სამხედროებს.
ყაზახეთში გამარჯვებისა და სამშობლოს დამცველთა დღეები არც 2022 წელს აღნიშნულა აღლუმებით. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილება მაშინაც საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის სურვილით ახსნა. ქვეყანაში 7 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ბოლოს 2018 წელს გაიმართა, ხოლო 9 მაისის აღლუმი — 2019 წელს. მომდევნო 2020-2021 წლებში აღლუმებზე უარის თქმა კორონავირუსული პანდემიით იყო განპირობებული.
მანამდე გავრცელდა
ინფორმაცია, რომ ერთადერთი უცხოელი ლიდერი, რომელიც მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვია.