https://sputnik-georgia.com/20230424/tokiom-moskovs-protesti-gamoucxada-277002471.html
ტოკიომ მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა
ტოკიომ მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. ტოკიომ მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩისიმასა და... 24.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-24T11:09+0400
2023-04-24T11:09+0400
2023-08-17T12:46+0400
მსოფლიო დღეს
იაპონია
კონფლიქტები
კურილის კუნძულების პრობლემა
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/16/265399032_899:144:3037:1347_1920x0_80_0_0_cd5373f418aaa1781046ccceed479860.jpg
თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. ტოკიომ მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩისიმასა და ჰაბომაის კუნძულების მკვიდრთა კავშირი“ არასასურველად ცნო. ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა.ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე მან არასამთავრობო ორგანიზაციას „ჩრდილოეთის კუნძულების ყოფილი მცხოვრებლებისა და მათი შთამომავლების ორგანიზაცია“ უწოდა, რომელიც რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას უჭერს მხარს.ამასთან, მაცუნოს თქმით, კუნძულის ყოფილი მოსახლეობა ოცნებობს, რომ ტერიტორიული პრობლემა გადაიჭრას და წინაპართა საფლავების მონახულება შეძლონ.რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ იაპონური არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩისიმასა და ჰაბომაის კუნძულების მკვიდრთა კავშირი“ პარასკევს გამოაცხადა არასასურველად, რადგან მიიჩნია, რომ ორგანიზაციის საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ისახავს მიზნად, რაც რუსეთის კონსტიტუციურ წყობასა და უშიშროებას უქმნის საფრთხეს. პროკურატურაში მაჩნიათ, რომ ორგანიზაცია რუსეთისთვის მისი ტერიტორიის ნაწილის — კუნაშირის, იტურუპისა და კურილის მცირე ქედის ჩამოჭრას ცდილობს.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
იაპონია
კურილის კუნძულების პრობლემა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/16/265399032_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_15040f91aee55d26ad131e8a8c738c49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იაპონია , კონფლიქტები, კურილის კუნძულების პრობლემა, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
იაპონია , კონფლიქტები, კურილის კუნძულების პრობლემა, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. ტოკიომ მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩისიმასა და ჰაბომაის კუნძულების მკვიდრთა კავშირი“ არასასურველად ცნო. ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა.
ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე მან არასამთავრობო ორგანიზაციას „ჩრდილოეთის კუნძულების ყოფილი მცხოვრებლებისა და მათი შთამომავლების ორგანიზაცია“ უწოდა, რომელიც რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას უჭერს მხარს.
ამასთან, მაცუნოს თქმით, კუნძულის ყოფილი მოსახლეობა ოცნებობს, რომ ტერიტორიული პრობლემა გადაიჭრას და წინაპართა საფლავების მონახულება შეძლონ.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ იაპონური არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩისიმასა და ჰაბომაის კუნძულების მკვიდრთა კავშირი“ პარასკევს გამოაცხადა არასასურველად, რადგან მიიჩნია, რომ ორგანიზაციის საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ისახავს მიზნად, რაც რუსეთის კონსტიტუციურ წყობასა და უშიშროებას უქმნის საფრთხეს. პროკურატურაში მაჩნიათ, რომ ორგანიზაცია რუსეთისთვის მისი ტერიტორიის ნაწილის — კუნაშირის, იტურუპისა და კურილის მცირე ქედის ჩამოჭრას ცდილობს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.