https://sputnik-georgia.com/20230424/nuca-buzalaze-american-idol-top-oceulsia-277004377.html
ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ-ოცეულშია
ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ-ოცეულშია
Sputnik საქართველო
ამჟამად მიმდინარეობს კენჭისყრა, რის შედეგადაც ქართველი შემსრულებელი შეიძლება კონკურსის ტოპ-12-ში მოხვდეს. 24.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-24T13:21+0400
2023-04-24T13:21+0400
2023-08-17T19:46+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277001002_0:86:2048:1238_1920x0_80_0_0_97ab9f5a9ca311e151e665ef6b4d9c70.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგა-შოუ American Idol-ის კონკურსანტების ტოპ-20-ში გადავიდა და ახლა საუკეთესო ფინალისტების ტოპ-12-ში საგზურისთვის იბრძვის. ნუცა ბუზალაძემ შეასრულა Un-Break My Heart „ბრჭვიალების გარეშე" – როგორც ეს ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა კეტი პერიმ სთხოვა წინა ტურში. „შენ თავში დარწმუნებული იყავი, არ გჭირდება არაფერი ზედმეტი... დღეს შენ ნუცას ძლიერი მხარით დარბაზი და აუდიტორია აიყვანე", – განაცხადა ქართველი შემსრულებლის გამოსვლით კმაყოფილმა პერიმ. ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, ლეგენდარულმა ლაიონელ რიჩიმ ბუზალაძეს უთხრა, რომ ის პროექტის ყველაზე მშრომელი მონაწილეა. რაც შეეხება ჟიურის მესამე წევრს, ლუკ ბრაიანს, მან აღნიშნა, რომ ნუცა „აღარ ხუმრობს". ახლა მიმდინარეობს კენჭისყრა იმისთვის, რომ ნუცა პროექტის ფინალისტების ტოპ-12-ში მოხვდეს. ხმის მიცემა შესაძლებელია თბილისის დროით 14:00 საათამდე. ნუცასთვის ხმის მიცემა შესაძლებელია სამი საშუალებით: თითოეული ხერხის გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ 10 ხმა მისცეთ. ნუცა ბუზალაძე პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ პროექტში American Idol მონაწილეობს. ჯერჯერობით ის ტურიდან ტურში წარმატებით გადადის. ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა". მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277001002_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_3701272338739a8fab570caec8209aeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აშშ
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აშშ
ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ-ოცეულშია
13:21 24.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ამჟამად მიმდინარეობს კენჭისყრა, რის შედეგადაც ქართველი შემსრულებელი შეიძლება კონკურსის ტოპ-12-ში მოხვდეს.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგა-შოუ American Idol-ის კონკურსანტების ტოპ-20-ში გადავიდა და ახლა საუკეთესო ფინალისტების ტოპ-12-ში საგზურისთვის იბრძვის.
ნუცა ბუზალაძემ შეასრულა Un-Break My Heart „ბრჭვიალების გარეშე" – როგორც ეს ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა კეტი პერიმ სთხოვა წინა ტურში.
„შენ თავში დარწმუნებული იყავი, არ გჭირდება არაფერი ზედმეტი... დღეს შენ ნუცას ძლიერი მხარით დარბაზი და აუდიტორია აიყვანე", – განაცხადა ქართველი შემსრულებლის გამოსვლით კმაყოფილმა პერიმ.
ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, ლეგენდარულმა ლაიონელ რიჩიმ ბუზალაძეს უთხრა, რომ ის პროექტის ყველაზე მშრომელი მონაწილეა.
რაც შეეხება ჟიურის მესამე წევრს, ლუკ ბრაიანს, მან აღნიშნა, რომ ნუცა „აღარ ხუმრობს".
ახლა მიმდინარეობს კენჭისყრა იმისთვის, რომ ნუცა პროექტის ფინალისტების ტოპ-12-ში მოხვდეს. ხმის მიცემა შესაძლებელია თბილისის დროით 14:00 საათამდე.
ნუცასთვის ხმის მიცემა შესაძლებელია სამი საშუალებით:
კონკურსის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა; American Idol app-ის აპლიკაციით; მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ნომერზე 21523. თითოეული ხერხის გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ 10 ხმა მისცეთ.
ნუცა ბუზალაძე პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ პროექტში American Idol მონაწილეობს. ჯერჯერობით ის ტურიდან ტურში წარმატებით გადადის.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა". მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.