დედამიწა დღეს G4 დონის მაგნიტურმა ქარიშხალმა დაფარა: დეტალური გრაფიკი

© Pixabay / ipicgrაფეთქება მზეზე
აფეთქება მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2023
გამოწერა
თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. დედამიწა ბოლო 24 საათის განმავლობაში ძლიერმა მაგნიტურმა ქარიშხალმა დაფარა, რომლის სიმძლავრეც G4 დონეს აღწევს, ნათქვამია გეოფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებში.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის მაგნიტური ველის აღშფოთებები ხუთბალიანი სკალით იზომება, რომლის მიხედვითაც G1 სუსტი ქარიშხალია, G2 — საშუალო სიმძლავრის, G3 — ძლიერი, G4 ძალიან ძლიერი, ხოლო G5 — ექსტრემალური დონის ქარიშხალია.
არსებული მონაცემებით, მაგნიტური ქარიშხლის სიმძლავრე 13:00 საათისთვის შესუსტდება და KP4 დონეს მიაღწევს, ხოლო საღამოს, დაახლოებით 19:00 საათისთვის სრულად დამშვიდდება.
მაგნიტური ქარიშხალი
მაგნიტური ქარიშხალი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2023
მაგნიტური ქარიშხალი
G4 დონის მაგნიტურ ქარიშხალს შეუძლია არასტაბილურობა გამოიწვიოს ენერგეტიკულ ქსელში, დააზიანოს ელექტროდამცველები და ცალკეული მონაკვეთები ქსელში.
გარდა ამისა, შესაძლებელია თანამგზავრული და რადიოკავშირების მრავალსაათიანი შეფერხებები.

რა არის მაგნიტური ქარიშხალი?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი(განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0