ჯანმრთელობის ტესტი: დააკვირდით თითებს 30 წამით

© Pixabay / Kristina Nor
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2023
გამოწერა
თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. არსებობს მოკლე ტესტი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის თვითკონტროლის მექანიზმად მიიჩნევა და ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენასა და მისთვის თვალყურის დევნებაში ეხმარება, აცხადებენ სპეციალისტები.
ექიმები გვირჩევენ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მაინც გავიაროთ სრული სამედიცინო გამოკვლევა, თუმცა არსებობს სხვადასხვა ტიპის ტესტები, რომლებიც თავად შეგვიძლია ჩავიტაროთ შინიდან გაუსვლელად და სულ რაღაც ნახევარი წუთში დავადგინოთ, რამდენად ჯანმრთელები ვართ.

ქვემოთ გაგაცნობთ თითების ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ დაადგინოთ, სისხლის როგორი მიმოქცევა გაქვთ.
მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითები მოუჭირეთ მარცხენა ხელის ცერა თითის ფრჩხილის ბოლოს გვერდულად და დააყოვნეთ 3-5 წამის განმავლობაში;
შემდეგ გაუშვით და დააკვირდით, რამდენ ხანში დაუბრუნდება თითს ჩვეული ფერი;
გაიმეორეთ პროცედურა ყველა თითზე.
გახსოვდეთ: თუ თითებში ჩვეული ფერი 2 წამში დაგიბრუნდათ, ე.ი. სისხლის კარგი მიმოქცევა გაქვთ.
სპეციალისტების მტკიცებით, თითები მჭიდრო კავშირშია შინაგან ორგანოებთან და, შესაბამისად, თითოეული მათგანის ტკივილი რომელიღაც ორგანოს გაუმართაობაზე მიგვანიშნებს.

მაგალითად:
თუ ცერა თითის ფრჩხილზე დაჭერისას ტკივილს გრძნობთ, ეს შესაძლოა ფილტვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიანიშნებდეს;
საჩვენებელი თითი მჭიდრო კავშირშია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან. ამიტომ მასზე მოჭერისას ტკივილი მსხვილი ნაწლავის პრობლემაზე მეტყველებს;
შუა და არათითის ტკივილი გულის პრობლემებს უკავშირდება;
ნეკა თითზე მოჭერისას ტკივილი კი წვრილი ნაწლავის პრობლემაზე მიანიშნებს.
ახლა ვნახოთ, რა შეიძლება დავადგინოთ მუშტის მიხედვით:
მომუშტეთ ხელი და გააჩერეთ ასე 30 წამის განმავლობაში. შემდეგ გაშალეთ და დააკვირდით, რამდენ ხანში დაუბრუნდება ხელისგულს ჩვეული ფერი.
თუ სისხლმა მუშტის გაშლისთანავე დაიწყო დაბრუნება, ე.ი. სისხლძარღვები მშვენივრად გიმუშავებთ და ჯანმრთელი ბრძანდებით;
ხოლო თუ ხელისგულში სისხლის დაბრუნებას და, შესაბამისად, ჩვეული წითელი ფერის დაბრუნებას რაღაც დრო დასჭირდა, ეს, შესაძლოა, ათეროსკლეროზზეც კი მიანიშნებდეს.

გახსოვდეთ: ეს ტესტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქვათ პროფესიონალი მედიკოსის მიერ დასმული დიაგნოზის ალტერნატივად. ეს უბრალოდ ფიზიკური მდგომარეობის თვითკონტროლის მექანიზმია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის თვალყურის დევნებაში დაგეხმარებათ.
ყველა ახალი ამბავი
0