მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შექმნილია გაჯეტი, რომელიც ხელისგულზე მუშაობს: ვიდეო

© Pixabay / stokpic
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2023
გამოწერა
თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. კომპანია Apple-ის ყოფილი თანამშრომლების სტარტაპმა Humane-მ ახალი გაჯეტის დემო-ვერსია წარმოადგინა, რომელიც სმარტფონის ტარებისგან გაათავისუფლებს ადამიანს, იუწყება პორტალი The Verge.
საუბარია ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილ პროეცირებადი დისპლეის მქონე გაჯეტზე.
როგორც Humane-ს თანადამფუძნებელმა იმრან ჩაუდრიმ განმარტა პრეზენტაციაზე, გაჯეტის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის სამართავად, რომელიც „ნულიდან შეიქმნა“, სმარტფონის ან რომელიმე სხვა მოწყობილობის გამოყენება საჭირო არ არის — ის სრულად ავტონომიურია და მუშაობისთვის სმარტფონი არ სჭირდება. მოწყობილობა ბრძანებებს ხმითა და ჟესტებით აღიქვამს და ინფორმაციას ახლომდებარე ობიექტების ზედაპირზე, მაგალითად, ხელისგულზე ასახავს.
პრეზენტაციაზე ჩაუდრიმ გაჯეტი გულის ჯიბეში ჩაიდო და კორპუსზე თითის მიკაკუნებით გაააქტიურა. შემდეგ კი ხმოვანი ბრძანებები მისცა, რომლებზე პასუხებიც ახალმა გაჯეტმა ჩაუდრის ხელისგულზე გამოიტანა.
გარდა ამისა, მან ასევე უპასუხა მეუღლის ზარს და აუდიტორიის გასაგონად ხმამაღლა ესაუბრა მას.
გავრცელებული ცნობით, მოწყობილობა აღჭურვილია ორი კამერით, რომლებსაც სხვადასხვა ობიექტების იდენტიფიცირება შეუძლია, მაგალითად, შოკოლადის ფილისა. მას შემდეგ, რაც ფილა „შეისწავლა“, Humane-მ გასცა მისი დახასიათება და რეკომენდაცია, ღირდა თუ არა ამ შოკოლადის ჭამა.
აღინიშნება, რომ გაჯეტს, სხვა ბევრ საინტერესო ფუნქციასთან ერთად, ასევე აქვს საუბრის მომენტალური თარგმნის უნარიც.
ყველა ახალი ამბავი
0