https://sputnik-georgia.com/20230424/--------277021971.html
საქართველო და აზერბაიჯანი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებენ
საქართველო და აზერბაიჯანი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები ერთად მონაწილეობენ საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში. 24.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-24T17:06+0400
2023-04-24T17:06+0400
2023-04-24T20:45+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს თავდაცვა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276525486_0:117:1600:1017_1920x0_80_0_0_d62bcf9c4097d84b7cafb578a981dc61.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის გაფორმდა განახლებული შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შეთანხმებას ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა.მინისტრების საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების პრობლემებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, რაც ადასტურებს მზადყოფნას კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის ორივე ქვეყნის და რეგიონის საკეთილდღეოდ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აზერბაიჯანი–თურქეთი–საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას.ბურჭულაძემ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან ხალხთაშორისი მჭიდრო კავშირები და კეთილმეზობლური ურთიერთობა. შეხვედრის დასასრულს ბურჭულაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია.საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „საპატიო ხეივანში“ გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი. მანამდე კი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.2022 წლის ოქტომბერში ჩატარდა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციული ძალების ერთობლივი წვრთნები „კავკასიის არწივი 2022“.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276525486_46:0:1555:1132_1920x0_80_0_0_c0279bf42176aa4bc780a547d94f3bd5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს თავდაცვა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს თავდაცვა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო და აზერბაიჯანი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებენ
17:06 24.04.2023 (განახლებულია: 20:45 24.04.2023) საქართველოს და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები ერთად მონაწილეობენ საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის გაფორმდა განახლებული შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა.
მინისტრების საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების პრობლემებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, რაც ადასტურებს მზადყოფნას კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის ორივე ქვეყნის და რეგიონის საკეთილდღეოდ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აზერბაიჯანი–თურქეთი–საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას.
ბურჭულაძემ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან ხალხთაშორისი მჭიდრო კავშირები და კეთილმეზობლური ურთიერთობა. შეხვედრის დასასრულს ბურჭულაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „საპატიო ხეივანში“ გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი. მანამდე კი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
2022 წლის ოქტომბერში ჩატარდა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციული ძალების ერთობლივი წვრთნები „კავკასიის არწივი 2022“.