https://sputnik-georgia.com/20230424/---------277006038.html
დაიწყო საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია სუდანიდან - საგარეო უწყება
დაიწყო საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია სუდანიდან - საგარეო უწყება
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები გუშინ შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, დღეს კი ქვეყნიდან მათი ევაკუაციის პროცესი დაიწყო. 24.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-24T12:41+0400
2023-04-24T12:41+0400
2023-04-26T13:05+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სუდანი
კონფლიქტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276807842_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_b5eb0259805017acdbcaad50a4fa8b93.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. დაიწყო საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი სუდანიდან, სადაც აპრილის შუა რიცხვებიდან ქვეყნის სწრაფი რეაგირების ძალებსა და რეგულარულ ჯარს შორის ბრძოლები მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფება, აქედან უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია. ისინი სუდანში მივლინებით იმყოფებოდნენ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ხართუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც გუშინ შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დატოვეს ეს უსაფრთხო ადგილი, სადაც ისინი გუშინ გადაიყვანეს. უფრო ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სუდანიდან თავისი მოქალაქეების გამოყვანაზე მუშაობს. სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა. სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 600-მდე ადამიანია დაღუპული. ჯანმომ კვირას განაცხადა, რომ დაიღუპა 420-ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 3,7 ათასზე მეტი. სუდანის ექიმთა პროფკავშირების ინფორმაციით, შეტაკებების დაწყებიდან დაიღუპა 256 მშვიდობიანი მცხოვრები და დაშავდა 1.454 მოქალაქე.
საქართველო
სუდანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276807842_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_289f583f54be931494119e36658c2987.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , სუდანი, კონფლიქტები
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , სუდანი, კონფლიქტები
დაიწყო საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია სუდანიდან - საგარეო უწყება
12:41 24.04.2023 (განახლებულია: 13:05 26.04.2023) საქართველოს მოქალაქეები გუშინ შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, დღეს კი ქვეყნიდან მათი ევაკუაციის პროცესი დაიწყო.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. დაიწყო საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი სუდანიდან, სადაც აპრილის შუა რიცხვებიდან ქვეყნის სწრაფი რეაგირების ძალებსა და რეგულარულ ჯარს შორის ბრძოლები მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სუდანში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფება, აქედან უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია. ისინი სუდანში მივლინებით იმყოფებოდნენ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ხართუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც გუშინ შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დატოვეს ეს უსაფრთხო ადგილი, სადაც ისინი გუშინ გადაიყვანეს.
„სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. მათ უკვე დატოვეს ის ადგილი, სადაც გუშინ გადავიდნენ, და ხორციელდება მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი", – ნათქვამია განცხადებაში.
უფრო ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სუდანიდან თავისი მოქალაქეების გამოყვანაზე მუშაობს.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა.
სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 600-მდე ადამიანია დაღუპული. ჯანმომ კვირას განაცხადა, რომ დაიღუპა 420-ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 3,7 ათასზე მეტი. სუდანის ექიმთა პროფკავშირების ინფორმაციით, შეტაკებების დაწყებიდან დაიღუპა 256 მშვიდობიანი მცხოვრები და დაშავდა 1.454 მოქალაქე.