https://sputnik-georgia.com/20230423/sagareo-saqmeta-saministro-sudansi-myofi-qartvelebi-ufro-usafrtxo-adgilas-gadaiyvanes-276996958.html
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სუდანში მყოფი ქართველები მეტად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სუდანში მყოფი ქართველები მეტად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს
Sputnik საქართველო
სუდანში 40-მდე საქართველოს მოქალაქე რჩება, აქედან 20 - ქართული ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებიან. 23.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-23T21:02+0400
2023-04-23T21:02+0400
2023-04-24T01:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
სუდანი
კონფლიქტები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 23 აპრილი– Sputnik. სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უფრო უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც მათი შემდგომი ევაკუაცია განხორციელდება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.სუდანში 40-მდე საქართველოს მოქალაქე რჩება, აქედან 20 - ქართული ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებიან.მანამდე საქართველოს მოქალაქეები ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე მუშაობს.სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა. გაეროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 400-ზე მეტი და დაშავდა 3,5 ათასზე მეტი ადამიანი.
საქართველო
სუდანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სუდანი, კონფლიქტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სუდანი, კონფლიქტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სუდანში მყოფი ქართველები მეტად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს
21:02 23.04.2023 (განახლებულია: 01:31 24.04.2023) სუდანში 40-მდე საქართველოს მოქალაქე რჩება, აქედან 20 - ქართული ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებიან.
თბილისი, 23 აპრილი– Sputnik. სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უფრო უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც მათი შემდგომი ევაკუაცია განხორციელდება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
სუდანში 40-მდე საქართველოს მოქალაქე რჩება, აქედან 20 - ქართული ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებიან.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ამჟამად მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მანამდე საქართველოს მოქალაქეები ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე მუშაობს.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა. გაეროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 400-ზე მეტი და დაშავდა 3,5 ათასზე მეტი ადამიანი.