https://sputnik-georgia.com/20230423/rogoria-mixeil-saakasvilis-janmrtelobis-mdgomareoba-vivamedis-eqimis-gancxadeba-276996382.html
როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: „ვივამედის“ ექიმის განცხადება
როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: „ვივამედის“ ექიმის განცხადება
Sputnik საქართველო
ექიმის თქმით, აღინიშნება სისუსტე, თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა ფეხზე წამოდგომისას 23.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-23T22:55+0400
2023-04-23T22:55+0400
2023-04-23T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113433_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_7247070ae03d20ff8d4a06b8b883276c.jpg
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებოა, ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა თამარ ჭანტურიამ განაცხადა.სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" იმყოფება, სადაც მას არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ. ექს-პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ შაბათს, 22 აპრილს, მსჯავრდებულმა ორჯერ დაკარგა გონება. თუმცა, როგორც კლინიკის ექთნები ამბობენ, პალატაში მათი ყოფნისას გონების დაკარგვა არ დაფიქსირებულა.როგორც ჭანტურიამ აღნიშნა, ერთ-ერთ ეპიზოდში პაციენტმა ჩაიმუხლა.მისი თქმით, პაციენტი ნევროლოგმა გასინჯა და თავის დარტყმა გამორიცხა.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113433_879:0:3610:2048_1920x0_80_0_0_3453fb8c2b30b6ccf9b30890ede156be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: „ვივამედის“ ექიმის განცხადება
ექიმის თქმით, აღინიშნება სისუსტე, თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა ფეხზე წამოდგომისას
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებოა, ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა თამარ ჭანტურიამ განაცხადა.
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" იმყოფება, სადაც მას არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ. ექს-პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ შაბათს, 22 აპრილს, მსჯავრდებულმა ორჯერ დაკარგა გონება. თუმცა, როგორც კლინიკის ექთნები ამბობენ, პალატაში მათი ყოფნისას გონების დაკარგვა არ დაფიქსირებულა.
„მიხეილ სააკაშვილთან სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ საყურადღებო. აღენიშნება სისუსტე, თავბრუსხვევა, წამოდგომისას წონასწორობის დაკარგვა. სიცხე გუშინ, დღის მანძილზე 37 იყო მაქსიმალური“, - განაცხადა ჭანტურიამ „პირველი არხის“ ეთერში.
როგორც ჭანტურიამ აღნიშნა, ერთ-ერთ ეპიზოდში პაციენტმა ჩაიმუხლა.
მისი თქმით, პაციენტი ნევროლოგმა გასინჯა და თავის დარტყმა გამორიცხა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".