https://sputnik-georgia.com/20230423/jeo-sqais-prezidenti-sudansi-myofi-qartvelebis-evakuacieze-yovel-wuts-velodebit-pasuxs-276990586.html
„ჯეო სქაის“ პრეზიდენტი სუდანში მყოფი ქართველების ევაკუაციაზე: ყოველ წუთს ველოდებით პასუხს
„ჯეო სქაის“ პრეზიდენტი სუდანში მყოფი ქართველების ევაკუაციაზე: ყოველ წუთს ველოდებით პასუხს
Sputnik საქართველო
სუდანში, სადაც შეირაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, 33 საქართველოს მოქალაქის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება 23.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-23T13:04+0400
2023-04-23T13:04+0400
2023-07-20T15:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
სუდანი
აფრიკა
კონფლიქტები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276807122_466:844:2606:2048_1920x0_80_0_0_feefd59a65cc130410d0b27a8b65aacb.jpg
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ თანამშრომლები, რომლებიც სუდანში იმყოფებიან, ამ ეტაპზე თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ისინი უზრუნველყოფილი არიან წყლითა და საკვებით, განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ „პირველი არხის“ ეთერში.სუდანში, სადაც შეირაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, 33 საქართველოს მოქალაქე იმყოფება, მათი უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებიან. მათი ქვეყნიდან გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც BBC პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე დაყრდნობით იუწყება, სუდანიდან დღეს ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. საუბარია ასზე მეტ ადამიანზე.როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მისი თანამშრომლების ინფორმაციით, სუდანში დღეს დილიდან სროლები შეწყვეტილია.როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორ მოხდება თანამშრომლების სუდანიდან გამოყვანა.„ჩვენ შემთხვევაში, უნდა მოხერხდეს საჰაერო ხომალდთან მისვლა, დათვალიერება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოვფრინავთ თუ ალტერნატიული გზით ვახორციელებთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას. ეს დამოკიდებულია უსაფრთხო დერეფანზე, თუ გვექნება ოფიციალური დადასტურება, რომ შესაძლებელია შენობის დატოვება. ყოველ წუთს ველოდებით პასუხს“, - განაცხადა კიკნაძემ.სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა. გაეროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 185 და დაშავდა 1,8 ათასი ადამიანი.
საქართველო
სუდანი
აფრიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276807122_551:668:2391:2048_1920x0_80_0_0_bfbdb6494b0f6a893ecfcb00df568ebd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სუდანი, აფრიკა , კონფლიქტები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, სუდანი, აფრიკა , კონფლიქტები, მსოფლიოს ახალი ამბები
„ჯეო სქაის“ პრეზიდენტი სუდანში მყოფი ქართველების ევაკუაციაზე: ყოველ წუთს ველოდებით პასუხს
13:04 23.04.2023 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) სუდანში, სადაც შეირაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, 33 საქართველოს მოქალაქის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ თანამშრომლები, რომლებიც სუდანში იმყოფებიან, ამ ეტაპზე თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ისინი უზრუნველყოფილი არიან წყლითა და საკვებით, განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
სუდანში, სადაც შეირაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს, 33 საქართველოს მოქალაქე იმყოფება, მათი უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებიან. მათი ქვეყნიდან გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც BBC პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე დაყრდნობით იუწყება, სუდანიდან დღეს ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. საუბარია ასზე მეტ ადამიანზე.
როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მისი თანამშრომლების ინფორმაციით, სუდანში დღეს დილიდან სროლები შეწყვეტილია.
„ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს დაიწყეს ევაკუაცია სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ველოდებით უკვე ოფიციალურ დადასტურებას, რომ მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ და შესაძლებელია შენობიდან გამოსვლა. ველოდებით გაეროდან დადასტურებას, რომ ერთობლივი ევაკუაცია განხორციელდეს“, - განაცხადა კიკნაძემ.
როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორ მოხდება თანამშრომლების სუდანიდან გამოყვანა.
„ჩვენ შემთხვევაში, უნდა მოხერხდეს საჰაერო ხომალდთან მისვლა, დათვალიერება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოვფრინავთ თუ ალტერნატიული გზით ვახორციელებთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას. ეს დამოკიდებულია უსაფრთხო დერეფანზე, თუ გვექნება ოფიციალური დადასტურება, რომ შესაძლებელია შენობის დატოვება. ყოველ წუთს ველოდებით პასუხს“, - განაცხადა კიკნაძემ.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა. გაეროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 185 და დაშავდა 1,8 ათასი ადამიანი.