https://sputnik-georgia.com/20230423/------276994352.html
უკონკურენტოდ: ლაშა ტალახაძე შვიდგზის ევროპის ჩემპიონია
უკონკურენტოდ: ლაშა ტალახაძე შვიდგზის ევროპის ჩემპიონია
Sputnik საქართველო
ტალახაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულს 2016 წლიდან არ თმობს; ის ასევე ორგზის ოლიმპიური და ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონია 23.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-23T20:01+0400
2023-04-23T20:01+0400
2023-04-23T20:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251433389_0:298:3074:2027_1920x0_80_0_0_3ba6e7c19a6db398cb9f41589ebea3af.jpg
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მეშვიდედ მოიპოვა. ტურნირი ერევანში მიმდინარეობს.მიუხედავად კონკურენციისა, რომელსაც სომეხი ძალოსნები ვარაზდან ლალაიანი (ვერცხლი) და სიმონ მარტიროსიანი (ბრინჯაო) უწევდნენ, ქართველმა გოლიათმა ორი მცირე ოქროს მედალი და, შესაბამისად, ორჭიდის ჯამითაც ოქროს მედალი მოიპოვა.ლაშამ ატაცში 222 კგ, ხოლო აკვრაში - 252 კგ დაძლია. ორჭიდის ჯამში - 474 კგ.ანასტასია გორფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა >>მეხუთე ადგილი კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა ბაქარ თურმანიძემ დაიკავა.ტალახაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულს 2016 წლიდან არ თმობს; ის ასევე ორგზის ოლიმპიური და ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონია.მსოფლიო რეკორდიც ორჭიდში ასევე ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. 2022 წლის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში მან 492 კილოგრამი დააგროვა.საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე 17 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე სომხეთის ნაკრები გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251433389_172:156:2695:2048_1920x0_80_0_0_96b3e68d3401a80faaec8d68415cc2da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს სიამაყე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს სიამაყე
უკონკურენტოდ: ლაშა ტალახაძე შვიდგზის ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულს 2016 წლიდან არ თმობს; ის ასევე ორგზის ოლიმპიური და ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონია
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მეშვიდედ მოიპოვა. ტურნირი ერევანში მიმდინარეობს.
მიუხედავად კონკურენციისა, რომელსაც სომეხი ძალოსნები ვარაზდან ლალაიანი (ვერცხლი) და სიმონ მარტიროსიანი (ბრინჯაო) უწევდნენ, ქართველმა გოლიათმა ორი მცირე ოქროს მედალი და, შესაბამისად, ორჭიდის ჯამითაც ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშამ ატაცში 222 კგ, ხოლო აკვრაში - 252 კგ დაძლია. ორჭიდის ჯამში - 474 კგ.
მეხუთე ადგილი კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა ბაქარ თურმანიძემ დაიკავა.
ტალახაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულს 2016 წლიდან არ თმობს; ის ასევე ორგზის ოლიმპიური და ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონია.
მსოფლიო რეკორდიც ორჭიდში ასევე ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. 2022 წლის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში მან 492 კილოგრამი დააგროვა.
საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე 17 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე სომხეთის ნაკრები გავიდა.