https://sputnik-georgia.com/20230422/zarcva-holivuduri-scenarit-qartvelebma-kviprossi-180-atasi-evros-samkaulebi-moipares-276969108.html
ძარცვა ჰოლივუდური სცენარით: ქართველებმა კვიპროსში 180 ათასი ევროს სამკაულები მოიპარეს
ძარცვა ჰოლივუდური სცენარით: ქართველებმა კვიპროსში 180 ათასი ევროს სამკაულები მოიპარეს
Sputnik საქართველო
საქმეში ინტერპოლი ჩაერთვება, ბრალდებულები კი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდებიან 22.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-22T14:40+0400
2023-04-22T14:40+0400
2023-04-22T14:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24782/28/247822817_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_e6dd9ff1c0e81bf00d25959ccdc036af.jpg
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა - ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში მდებარე საიუველირო მაღაზიიდან 180 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს და ახლა მათ მთელ კუნძულზე ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.ადგილობრივი მედია ინციდენტს „ძარცვას ჰოლივუდური ფილმის სცენარით“ უწოდებს, რადგან მამაკაცმა და ქალმა, მესამე თანამზრახველთან ერთად, რომლის იდენტიფიცირებაც ახლა მიმდინარეობს, 5 კარატიანი ბრილიანტის ქვების მოპარვა უიარაღოდ შეძლეს.წყვილმა გამყიდველის ყურადღება ოქროს ყელსაბამზე დეტალების გამოკითხვით მიიპყრო, მათ შეიძინეს კიდეც 400 ევროიანი სამკაული, თუმცა ამ დროს მესამე თანამზრახველმა მოახერხა ბრილიანტების ყალბი ქვებით შეეცვალა.ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდნენ მაღაზიაში, თითქოს ბრილიანტების ყიდვით იყვნენ დაინტერესებული. ბოლოს კი იუველირს შესამოწმებლად მიუტანეს ყალბი ქვები, რომლებიც მოტყუებით შეუცვალეს ნამდვილ ბრილიანტებში. მათი საერთო ღირებულება 180 ათას ევროს აჭარბებს.ამის შემდეგ სამივემ სასწრაფოდ დატოვა მაღაზია, თუმცა კამერებმა ისინი დააფიქსირდა და პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება შეძლო. იმავე დღეს ჩანაწერები აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა, რათა მძარცველებმა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ.ინციდენტის გამო ლიმასოლის აეროპორტში სამართალდამცველთა სრული მობილიზებაა გამოცხადებული. სავარაუდოდ, 180 ათასი ევროს ბრილიანტების ქურდობაში მხილებული დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ კვიპროსის ტერიტორიაზე იმყოფებიან.საქმეში ინტერპოლი ჩაერთვება, ბრალდებულები კი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდებიან
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24782/28/247822817_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_7e50936712781e595cb3e0fbc9ea6a92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, ევროპა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, ევროპა
ძარცვა ჰოლივუდური სცენარით: ქართველებმა კვიპროსში 180 ათასი ევროს სამკაულები მოიპარეს
საქმეში ინტერპოლი ჩაერთვება, ბრალდებულები კი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდებიან
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა - ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში მდებარე საიუველირო მაღაზიიდან 180 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს და ახლა მათ მთელ კუნძულზე ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ადგილობრივი მედია ინციდენტს „ძარცვას ჰოლივუდური ფილმის სცენარით“ უწოდებს, რადგან მამაკაცმა და ქალმა, მესამე თანამზრახველთან ერთად, რომლის იდენტიფიცირებაც ახლა მიმდინარეობს, 5 კარატიანი ბრილიანტის ქვების მოპარვა უიარაღოდ შეძლეს.
წყვილმა გამყიდველის ყურადღება ოქროს ყელსაბამზე დეტალების გამოკითხვით მიიპყრო, მათ შეიძინეს კიდეც 400 ევროიანი სამკაული, თუმცა ამ დროს მესამე თანამზრახველმა მოახერხა ბრილიანტების ყალბი ქვებით შეეცვალა.
ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდნენ მაღაზიაში, თითქოს ბრილიანტების ყიდვით იყვნენ დაინტერესებული. ბოლოს კი იუველირს შესამოწმებლად მიუტანეს ყალბი ქვები, რომლებიც მოტყუებით შეუცვალეს ნამდვილ ბრილიანტებში. მათი საერთო ღირებულება 180 ათას ევროს აჭარბებს.
ამის შემდეგ სამივემ სასწრაფოდ დატოვა მაღაზია, თუმცა კამერებმა ისინი დააფიქსირდა და პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება შეძლო. იმავე დღეს ჩანაწერები აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა, რათა მძარცველებმა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ.
ინციდენტის გამო ლიმასოლის აეროპორტში სამართალდამცველთა სრული მობილიზებაა გამოცხადებული. სავარაუდოდ, 180 ათასი ევროს ბრილიანტების ქურდობაში მხილებული დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ კვიპროსის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
საქმეში ინტერპოლი ჩაერთვება, ბრალდებულები კი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდებიან