https://sputnik-georgia.com/20230422/tbilissi-wignisa-da-saavttoro-uflebebis-saertasoriso-dre-arinisneba-276971020.html
თბილისში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება
თბილისში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
საქართველო ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა 22.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-22T17:09+0400
2023-04-22T17:09+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24285/98/242859815_0:98:2000:1223_1920x0_80_0_0_be05859d2f11a63ce517493de3c8e55a.jpg
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. 23 აპრილს აღინიშნება წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე, რომელიც ხაზს უსვამს ლიტერატურის განსაკუთრებულ როლს კულტურისა და ტოლერანტობის განვითარებაში - თბილისში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და სხვა ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართება.წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე პირველად 1996 წელს აღინიშნა. ტრადიციულად, ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა წიგნის ბაზრობები და გამოფენები.საქართველო ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე 20 წლის განმავლობაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება.წიგნის დღის ფარგლებში Radisson Blu Iveria-ში 13:00-დან 19:00 საათამდე დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ოცამდე ადგილობრივი გამომცემლობა, ჩატარდება შეხვედრები მწერლებთან, ახალი გამოცემების პრეზენტაციები და სხვ.კერძოდ, ორგანიზატორები აანონსებენ საინტერესო საუბრებს ქართველ მწერალთან, სცენარისტთან და კინორეჟისორთან ალეკო შუღლაძესთან და ასევე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24285/98/242859815_120:0:1881:1321_1920x0_80_0_0_3454815682c1b64543d26cb1849b2a04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
თბილისში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება
17:09 22.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) საქართველო ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. 23 აპრილს აღინიშნება წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე, რომელიც ხაზს უსვამს ლიტერატურის განსაკუთრებულ როლს კულტურისა და ტოლერანტობის განვითარებაში - თბილისში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და სხვა ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართება.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე პირველად 1996 წელს აღინიშნა. ტრადიციულად, ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა წიგნის ბაზრობები და გამოფენები.
საქართველო ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე 20 წლის განმავლობაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება.
წიგნის დღის ფარგლებში Radisson Blu Iveria-ში 13:00-დან 19:00 საათამდე დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ოცამდე ადგილობრივი გამომცემლობა, ჩატარდება შეხვედრები მწერლებთან, ახალი გამოცემების პრეზენტაციები და სხვ.
კერძოდ, ორგანიზატორები აანონსებენ საინტერესო საუბრებს ქართველ მწერალთან, სცენარისტთან და კინორეჟისორთან ალეკო შუღლაძესთან და ასევე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან.