ჰოკეი: ქართველებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს
20:30 22.04.2023 (განახლებულია: 21:42 22.04.2023)
© Georgian Ice Hockey Federationსაქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
© Georgian Ice Hockey Federation
გამოწერა
ქართველებმა ავსტრალიის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.
ქართველებმა მეოთხე ტურში ავსტრალიის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს (0:1, 3:0, 0:1).
© Courtesy of Georgian Ice Hockey Federationსაქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
© Courtesy of Georgian Ice Hockey Federation
ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატის პირველ წრეში დამაჯერებლად მოუგო ისლანდიის ძლიერ გუნდს ანგარიშით 4:1 (2:0, 1:1, 1:0), მეორე წრეში - ისრაელის ნაკრებს ანგარიშით 7:3 (1:2, 3:1, 3:0), ხოლო მესამეში - ხორვატიის ნაკრებს ანგარიშით 6:0 (1:0, 1:0, 4:0).
© Courtesy of Georgian Ice Hockey Federationსაქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
© Courtesy of Georgian Ice Hockey Federation
საქართველოს გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ დღეს საღამოს ხორვატიის ნაკრები ესპანეთს ჩვენთვის მისაღები ანგარიშით დაამარცხებს. ამ დროისთვის ესპანეთს და საქართველოს 12-12 ქულა აქვს, ხორვატიის ნაკრებს – ცხრა.
© Courtesy of Georgian Ice Hockey Federationსაქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
© Courtesy of Georgian Ice Hockey Federation
წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე რეიკიავიკში მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდებს შორის, სადაც მონაწილეობდნენ ისლანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, საქართველოსა და მექსიკის ნაკრებები, ქართულმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ საქართველომ მოუგო ბელგიას, ბულგარეთსა და მექსიკას, წააგო ისლანდიასთან. პირველ ადგილზე ისლანდია გავიდა.
© Courtesy of Georgian Ice Hockey Federationსაქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში ავსტრალია დაამარცხა
© Courtesy of Georgian Ice Hockey Federation
ქართული ჰოკეის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში პირველად 2014 წელს მონაწილეობდა (მესამე დივიზიონში), სადაც ბოლო, მეექვსე ადგილი დაიკავა.