საქართველოში TEDxTbilisi 2023 კონფერენცია დაიწყო

© courtesy of TEDxTbilisiკონფერენცია TEDxTbilisi
კონფერენცია TEDxTbilisi - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2023
გამოწერა
წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა გარდამტეხი მომენტებია.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისში, საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში შაბათს გაიხსნა კონფერენცია TEDxTbilisi, იუწყებიან ორგანიზატორები.
TED (ინგლისური სიტყვების აბრევიატურა - technology, entertainment, design, ანუ, ტექნოლოგიები, გართობა, დიზაინი) ამერიკული კერძო არაკომერციული ფონდია, რომელიც, პირველ რიგში თავისი ყოველწლიური კონფერენციებით არის ცნობილი.
© Courtesy of TEDxTbilisiკონფერენცია TEDxTbilisi
Конференция TEDxTbilisi - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2023
კონფერენცია TEDxTbilisi
მისი მიზანია უნიკალური იდეების გავრცელება. თემები ფართოა - მეცნიერება, ხელოვნება, დიზაინი, პოლიტიკა, კულტურა, ბიზნესი, გლობალური პრობლემები, ტექნოლოგიები და გართობა.
© Courtesy of TEDxTbilisiკონფერენცია TEDxTbilisi
Конференция TEDxTbilisi - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2023
კონფერენცია TEDxTbilisi
წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა გარდამტეხი მომენტებია. ამ თემის ირგვლივ სასაუბროდ და TEDxTbilisi-ის აუდიტორიისთვის საკუთარი გარდამტეხი ეტაპების გასაზიარებლად სცენაზე სხვადასხვა სფეროს მოღვაწეები შეიკრიბებიან.
TEDxTbilisi2023-ის სასაუბრო ენაა ქართული. ღონისძიების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
© Courtesy of TEDxTbilisiკონფერენცია TEDxTbilisi
Конференция TEDxTbilisi - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2023
კონფერენცია TEDxTbilisi
სხვადასხვა წლებში TEDxTbilisi-ს სპიკერები იყვნენ მწერალი, პოეტი, ტელეწამყვანი და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი, TBC Holding-ის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0