https://sputnik-georgia.com/20230421/saqartvelos-serbi-jurnalistebi-stumroben-276941160.html
საქართველოს სერბი ჟურნალისტები სტუმრობენ
საქართველოს სერბი ჟურნალისტები სტუმრობენ
Sputnik საქართველო
საქართველოს შესახებ გადაცემებს სატელევიზიო არხებზე UNA, K1, Kitchen TV, EkoTV, Insajder მილიონობით ტელემაყურებელი ნახავს. 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T13:39+0400
2023-04-21T13:39+0400
2023-04-21T20:14+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ახალი ამბები
საქართველო
სერბეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272947985_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_53784731da61eb70f97e217448b1b98e.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ბალკანეთის ქვეყნებში გაეცნობიან, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემების ჯგუფს მასპინძლობს. გადამღები ჯგუფის წევრები საქართველოს შესახებ ბალკანეთის სატელევიზიო არხებისთვის UNA, K1, Kitchen TV, EkoTV, Insajder ვრცელ რეპორტაჟს ამზადებენ. „საუკეთესო სოლო მოგზაურობა" - Conde Nast Traveler მკითხველს საქართველოში სტუმრობას ურჩევს>>პრესტურის ფარგლებში სერბული მასმედიის წარმომადგენლები თბილისს, ალავერდს, თელავს, დავით-გარეჯს, სტეფანწმინდას, ანანურს, გორს, ბორჯომს, ახალციხეს, აბასთუმანს, გოდერძის, ბათუმს, მტირალას ეროვნულ პარკს, პეტრას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, ქუთაისს, წყალტუბოს, პრომეთეს მღვიმეს, კაცხის სვეტს, ჭიათურას, საჩხერეს, გომს, დაშბაშის კანიონს, ფარავნის ტბას, ფოკის მონასტერს, საღამოს ტბას გადაიღებენ. მედიის წარმომადგენლები კატარღით გაისეირნებენ პალიასტომის ტბაზე და ზიპლაინით დაეშვებიან დაშბაშის კანიონზე. გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მარკო მილიშევიჩის თქმით, იდეა საქართველოს შესახებ გადაცემის მომზადების თაობაზე რამდენიმე თვის წინ სერბეთში საქართველოს საელჩოსთან კონტაქტის შემდეგ გაჩნდა. მილოშევიჩი ფიქრობს, რომ მათ მიერ მომზადებული გადაცემა საქართველოს პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. სერბი მსახიობი გორიცა რეგორდიჩი გადაცემას ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ მოამზადებს. საქართველოს ხელისუფლება ეკოტურიზმის განვითარებაზე მილიონობით დოლარს დახარჯავს>>„პირველად ჩამოვედი საქართველოში... ძალიან შთამბეჭდავია, რომ სხვადასხვა კულტურის ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობს ერთ ქალაქში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ძალიან მშვიდობიანი გარემოა და ძალიან მეგობრული ხალხია, ბევრი სიმწვანეა და საოცარი ბუნება გაქვთ. ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა და ძალიან მომწონს", – თქვა გორიცა რეგორდიჩმა. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემას სერბეთის, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, ასევე პოლონეთისა და გერმანიის მილიონობით ტელემაყურებელი ნახავს.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272947985_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_c4ea6237d58eae2423ced02791fe430e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, სერბეთი
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, სერბეთი
საქართველოს სერბი ჟურნალისტები სტუმრობენ
13:39 21.04.2023 (განახლებულია: 20:14 21.04.2023) საქართველოს შესახებ გადაცემებს სატელევიზიო არხებზე UNA, K1, Kitchen TV, EkoTV, Insajder მილიონობით ტელემაყურებელი ნახავს.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ბალკანეთის ქვეყნებში გაეცნობიან, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემების ჯგუფს მასპინძლობს.
გადამღები ჯგუფის წევრები საქართველოს შესახებ ბალკანეთის სატელევიზიო არხებისთვის UNA, K1, Kitchen TV, EkoTV, Insajder ვრცელ რეპორტაჟს ამზადებენ.
პრესტურის ფარგლებში სერბული მასმედიის წარმომადგენლები თბილისს, ალავერდს, თელავს, დავით-გარეჯს, სტეფანწმინდას, ანანურს, გორს, ბორჯომს, ახალციხეს, აბასთუმანს, გოდერძის, ბათუმს, მტირალას ეროვნულ პარკს, პეტრას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, ქუთაისს, წყალტუბოს, პრომეთეს მღვიმეს, კაცხის სვეტს, ჭიათურას, საჩხერეს, გომს, დაშბაშის კანიონს, ფარავნის ტბას, ფოკის მონასტერს, საღამოს ტბას გადაიღებენ.
მედიის წარმომადგენლები კატარღით გაისეირნებენ პალიასტომის ტბაზე და ზიპლაინით დაეშვებიან დაშბაშის კანიონზე.
სატელევიზიო გადაცემები ქართულ კულტურას, სათავგადასავლო და ეკოტურიზმს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს დაეთმობა.
გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მარკო მილიშევიჩის თქმით, იდეა საქართველოს შესახებ გადაცემის მომზადების თაობაზე რამდენიმე თვის წინ სერბეთში საქართველოს საელჩოსთან კონტაქტის შემდეგ გაჩნდა.
„სადაც არ უნდა ვიმოგზაურო, სულ საქართველოზე, ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და ქართველ ხალხზე ვსაუბრობ და ყველას, ჩემს მეგობრებსაც ვეუბნები, ეწვიონ საქართველოს. ჩვენ ვამზადებთ გადაცემას კულინარიისა და მოგზაურობის შესახებ და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ტურისტი იმოგზაურებს ბალკანეთის ქვეყნებიდან საქართველოში", – განაცხადა მარკო მილიშევიჩმა.
მილოშევიჩი ფიქრობს, რომ მათ მიერ მომზადებული გადაცემა საქართველოს პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
სერბი მსახიობი გორიცა რეგორდიჩი გადაცემას ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ მოამზადებს.
„პირველად ჩამოვედი საქართველოში... ძალიან შთამბეჭდავია, რომ სხვადასხვა კულტურის ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობს ერთ ქალაქში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ძალიან მშვიდობიანი გარემოა და ძალიან მეგობრული ხალხია, ბევრი სიმწვანეა და საოცარი ბუნება გაქვთ. ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა და ძალიან მომწონს", – თქვა გორიცა რეგორდიჩმა.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემას სერბეთის, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, ასევე პოლონეთისა და გერმანიის მილიონობით ტელემაყურებელი ნახავს.