https://sputnik-georgia.com/20230421/saqartelo-talia-marali-donis-dialogi-276958102.html
მაღალი დონის დიალოგი: საქართველოსა და იტალიას შორის დეკლარაცია გაფორმდა
მაღალი დონის დიალოგი: საქართველოსა და იტალიას შორის დეკლარაცია გაფორმდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის... 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T21:02+0400
2023-04-21T21:02+0400
2023-04-21T22:46+0400
ახალი ამბები
იტალია
კულტურა საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/15/276957167_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_172ad057b963f318bda1102fd849c102.jpg
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.დოკუმენტი საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნებას ეხება.უწყების ინფორმაციით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებისა და გამრავალფეროვნების მყარ საფუძველს.აღნიშნული ფორმატი ოთხი თემატური განზომილებისგან შედგება და შეეხება პოლიტიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს.დიალოგის ფარგლებში შეხვედრებს თანათავმჯდომარეობას გაუწევენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. სესიებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების, უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციები. ყოველი შეხვედრის შედეგად კი გამოქვეყნდება ერთობლივი კომუნიკე.ილია დარჩიაშვილი, რომელიც იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება (20-23 აპრილი), ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს.
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/15/276957167_0:0:968:725_1920x0_80_0_0_e106bf576b7f50b78d872e547a177b05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, იტალია , კულტურა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, იტალია , კულტურა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
დოკუმენტი საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნებას ეხება.
უწყების ინფორმაციით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებისა და გამრავალფეროვნების მყარ საფუძველს.
„მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მიმართ და სწრაფვას, დაიცვან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნული ფორმატი ოთხი თემატური განზომილებისგან შედგება და შეეხება პოლიტიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს.
დიალოგის ფარგლებში შეხვედრებს თანათავმჯდომარეობას გაუწევენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. სესიებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების, უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციები. ყოველი შეხვედრის შედეგად კი გამოქვეყნდება ერთობლივი კომუნიკე.
ილია დარჩიაშვილი, რომელიც იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება (20-23 აპრილი), ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს.