https://sputnik-georgia.com/20230421/italiashi-anbanisadmi-mizgvnili-gamopena-gaimarta-276942932.html
„სამოთხის შეხება” - იტალიაში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
„სამოთხის შეხება” - იტალიაში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
Sputnik საქართველო
ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ანბანია. მან განვითარების სამი საფეხური გაიარა. 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T14:16+0400
2023-04-21T14:16+0400
2023-08-17T19:46+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
იტალია
საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/15/276938972_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_957ea748031f0ad5ed01705f1ebfa48c.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ფლორენციის სასახლის ისტორიულ შენობაში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა „სამოთხის შეხება” გაიმართა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოფენაზე კალიგრაფისა და მხატვრის გიორგი სისაურის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სულ გამოიფინა 38 საზედაო ასოს და რელიგიურ თემაზე შექმნილი 19 ნამუშევარი.ექსპოზიცია დაათვალიერა იტალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, რომის კურიისა (ვატიკანის ორგანიზაციების) და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი იტალიაში 23 აპრილამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში იმართება შეხვედრები იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ანბანია. თანამედროვე ქართული ანბანი 33 ასოსგან შედგება.ქართულ ენას აქვს უწყვეტი წერილობითი და ლიტერატურული ტრადიცია, რომელიც ქრისტიანობის მიღებისთანავე წარმოიშვა (IV საუკუნეში). სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის შეიქმნა არამეული და ბერძნული დამწერლობის გავლენით.ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა უძველესი ქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) წერილი.2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული დამწერლობის სამივე სახეობა – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/15/276938972_0:0:1822:1366_1920x0_80_0_0_8b79d11bae14a64b0472a26bc196920c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
„სამოთხის შეხება” - იტალიაში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
14:16 21.04.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ანბანია. მან განვითარების სამი საფეხური გაიარა.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ფლორენციის სასახლის ისტორიულ შენობაში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა „სამოთხის შეხება” გაიმართა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენაზე კალიგრაფისა და მხატვრის გიორგი სისაურის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სულ გამოიფინა 38 საზედაო ასოს და რელიგიურ თემაზე შექმნილი 19 ნამუშევარი.
ექსპოზიცია დაათვალიერა იტალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, რომის კურიისა (ვატიკანის ორგანიზაციების) და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი იტალიაში 23 აპრილამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში იმართება შეხვედრები იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ანბანია. თანამედროვე ქართული ანბანი 33 ასოსგან შედგება.
ქართულ ენას აქვს უწყვეტი წერილობითი და ლიტერატურული ტრადიცია, რომელიც ქრისტიანობის მიღებისთანავე წარმოიშვა (IV საუკუნეში). სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის შეიქმნა არამეული და ბერძნული დამწერლობის გავლენით.
ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა უძველესი ქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) წერილი.
2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული დამწერლობის სამივე სახეობა – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანა.