https://sputnik-georgia.com/20230421/darliloba-tu-organizmis-gamofitva-amosacnobi-nisnebi-276945506.html
უბრალოდ დაღლილობა თუ ორგანიზმის გამოფიტვა: ამოსაცნობი ნიშნები
უბრალოდ დაღლილობა თუ ორგანიზმის გამოფიტვა: ამოსაცნობი ნიშნები
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელთა მიხედვითაც შეძლებთ ორგანიზმის პათოლოგიური გამოფიტვა დაღლილობისგან განასხვავოთ, განუცხადა... 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T21:25+0400
2023-04-21T21:25+0400
2023-08-17T10:48+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24177/65/241776568_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_fceebfd0f37be0daa19bb407a51ebc0b.jpg
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელთა მიხედვითაც შეძლებთ ორგანიზმის პათოლოგიური გამოფიტვა დაღლილობისგან განასხვავოთ, განუცხადა გამოცემა Express-ს ბრიტანელმა ექიმ-დიეტოლოგმა კლარისა ლენჰერმა.მისი თქმით, გამოფიტვამ, ანუ ძლიერმა გადაღლილობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც.სპეციალისტის თქმით, ადამიანს დღე-ღამეში 7−9 საათი უნდა ეძინოს, რათა ტვინმა და სხულმა დასვენება და ნორმალური ფუნქციონირება მოახერხოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძილს არ იკლებთ, მაგრამ მაინც დაღლილი იღვიძებთ და თავს მოდუნებულად გრძნობთ, ე.ი. გამოფიტვის პრობლემები გაქვთ.სახიფათო სიმპტომებიექსპერტი ორგანიზმის გამოფიტვის სახიფათო ნიშნებს შორის ასახელებს წონის ცვალებადობას. როგორც ის განმარტავს, ზოგი ადამიანი ენერგიის შესავსებად კალორიულ საკვებს ეტანება და წონაში იმატებს, ზოგს კი, პირიქით, გამუდმებული დაღლილობის გამო მადა ეკარგება და სწრაფად კარგავს კილოგრამებს.ხშირია შემთხვევები, როდესაც გამოფიტვის გამო ადამიანს ცნობიერების გაბუნდოვნება ეწყება, ანუ უჭირს აზროვნება და ყურადღების კონცენტრაცია, უქვეითდება მახსოვრობა. ეს ტვინის გამოფიტვის ნიშანია.თუ ასეთი მდგომარეობა ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის, ჰორმონალური დისბალანსის, კუჭ-ნაწლავის მდგომარეობისა და მკვებავი ნივთიერებების დეფიციტზე გამოკვლევა.ორგანიზმის გამოფიტვა აისახება თმებისა და კანის მდგომარეობაზეც. და ეს ყველაზე ხშირი და გავრცელებული სიმპტომია.მანამდე ბრიტანელმა და ნიდერლანდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გონებრივი გადაღლილობის, ყურადღებისა და კოგნიტიური უნარების დაქვეითების მიზეზი შეიძლება ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები იყოს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24177/65/241776568_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_a82c4796888dac12a7981777d2697953.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელთა მიხედვითაც შეძლებთ ორგანიზმის პათოლოგიური გამოფიტვა დაღლილობისგან განასხვავოთ, განუცხადა გამოცემა
Express-ს ბრიტანელმა ექიმ-დიეტოლოგმა კლარისა ლენჰერმა.
მისი თქმით, გამოფიტვამ, ანუ ძლიერმა გადაღლილობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც.
„თუ განწყობა ჩვეულებრივზე ხშირად გეცვლებათ, გეუფლებათ გაუცხოების შეგრძნება, შფოთვა ან დეპრესია, ეს შესაძლოა იყოს გამოფიტვის შედეგი. თუ ასეთი შეგრძნებები ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია მიაკითხოთ ექიმს“, — წერს ლენჰერი.
სპეციალისტის თქმით, ადამიანს დღე-ღამეში 7−9 საათი უნდა ეძინოს, რათა ტვინმა და სხულმა დასვენება და ნორმალური ფუნქციონირება მოახერხოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძილს არ იკლებთ, მაგრამ მაინც დაღლილი იღვიძებთ და თავს მოდუნებულად გრძნობთ, ე.ი. გამოფიტვის პრობლემები გაქვთ.
ექსპერტი ორგანიზმის გამოფიტვის სახიფათო ნიშნებს შორის ასახელებს წონის ცვალებადობას. როგორც ის განმარტავს, ზოგი ადამიანი ენერგიის შესავსებად კალორიულ საკვებს ეტანება და წონაში იმატებს, ზოგს კი, პირიქით, გამუდმებული დაღლილობის გამო მადა ეკარგება და სწრაფად კარგავს კილოგრამებს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც გამოფიტვის გამო ადამიანს ცნობიერების გაბუნდოვნება ეწყება, ანუ უჭირს აზროვნება და ყურადღების კონცენტრაცია, უქვეითდება მახსოვრობა. ეს ტვინის გამოფიტვის ნიშანია.
თუ ასეთი მდგომარეობა ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის, ჰორმონალური დისბალანსის, კუჭ-ნაწლავის მდგომარეობისა და მკვებავი ნივთიერებების დეფიციტზე გამოკვლევა.
ორგანიზმის გამოფიტვა აისახება თმებისა და კანის მდგომარეობაზეც. და ეს ყველაზე ხშირი და გავრცელებული სიმპტომია.
„თუ კანი გამოგიშრათ, ფერი შეიცვალა და გამონაყარი გაგიჩნდათ, ხოლო თმები შეგითხელდათ და ცვენა დაიწყო — ეს პირდაპირ მიანიშნებს ორგანიზმის უძლიერეს გადაღლილობაზე“, — ამბობს ექიმი.
მანამდე ბრიტანელმა და ნიდერლანდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გონებრივი გადაღლილობის, ყურადღებისა და კოგნიტიური უნარების დაქვეითების მიზეზი შეიძლება ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები იყოს.