https://sputnik-georgia.com/20230421/cxel-wyalsrit-aris-saasi-banaobis-argebeli-da-mavnebloba-276944966.html
რით არის მავნებელი და სასარგებლო ცხელ წყალში ბანაობა: ბრიტანელი ექიმების რჩევა
რით არის მავნებელი და სასარგებლო ცხელ წყალში ბანაობა: ბრიტანელი ექიმების რჩევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. ცხელი შხაპის რეგულარული მიღება შესაძლოა მავნებელი იყოს ჯანმრთელობისთვის, წერს გამოცემა Express ბრიტანელ მედიკოსებზე დაყრდნობით. 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T20:17+0400
2023-04-21T20:17+0400
2023-08-17T10:49+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251827207_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_2b2ef961d918083e76123033fc6f1eab.jpg
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. ცხელი შხაპის რეგულარული მიღება შესაძლოა მავნებელი იყოს ჯანმრთელობისთვის, წერს გამოცემა Express ბრიტანელ მედიკოსებზე დაყრდნობით.სპეციალისტების თქმით, ცხელმა წყალმა შესაძლოა დამღუპველი გავლენა მოახდინოს კანზე. კერძოდ, ამ დროს ზიანდება ეპიდერმისზე განლაგებული კერატინის უჯრედები.გარდა ამისა, ცხელ წყალში ბანაობა იწვევს კანის სიმშრალეს და ამძაფრებს დერმატოლოგიურ დაავადებებს, მათ შორის ეგზემას.ექსპერტების რჩევით:თუმცა ბრიტანელი ექიმები იქვე აღნიშნავენ, რომ ცხელ აბაზანას თავისი უპირატესობებიც აქვს. ის ხელს უწყობს მოდუნებას, სტრესის მოხსნას, კუნთების რელაქსაციას.მათი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ერთსაათიანი ცხელი აბაზანა წვავს იმდენ კალორიას, რამდენსაც ნახევარი საათის განმავლობაში სიარული.გარდა ამისა, იმავე კვლევით დადასტურდა, რომ პაციენტების სისხლში, რომლებმაც ცხელი აბაზანა მიიღეს, ჭამის შემდეგ შაქრის რაოდენობა დაახლოებით 10%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ.ამასთან ცხელი შხაპი კარგ შედეგს იძლევა გაციების ან რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში. ის ასევე უწყობს ხელს კარგ ძილს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/19/251827207_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_9a61ac746e77572640ccff72358a067d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. ცხელი შხაპის რეგულარული მიღება შესაძლოა მავნებელი იყოს ჯანმრთელობისთვის, წერს გამოცემა
Express ბრიტანელ მედიკოსებზე დაყრდნობით.
სპეციალისტების თქმით, ცხელმა წყალმა შესაძლოა დამღუპველი გავლენა მოახდინოს კანზე. კერძოდ, ამ დროს ზიანდება ეპიდერმისზე განლაგებული კერატინის უჯრედები.
გარდა ამისა, ცხელ წყალში ბანაობა იწვევს კანის სიმშრალეს და ამძაფრებს დერმატოლოგიურ დაავადებებს, მათ შორის ეგზემას.
მიიღეთ ხანმოკლე შხაპი, ზომიერად გრილი წყლით. პროცედურა არ უნდა გრძელდებოდეს ათ წუთზე მეტხანს.
საჭირო არ არის კანის უხეში სახეხებით დამუშავება − ამან შეიძლება მიკროტრავმები გამოიწვიოს.
წყლის პროცედურების დასრულების შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი.
თუმცა ბრიტანელი ექიმები იქვე აღნიშნავენ, რომ ცხელ აბაზანას თავისი უპირატესობებიც აქვს. ის ხელს უწყობს მოდუნებას, სტრესის მოხსნას, კუნთების რელაქსაციას.
მათი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ერთსაათიანი ცხელი აბაზანა წვავს იმდენ კალორიას, რამდენსაც ნახევარი საათის განმავლობაში სიარული.
გარდა ამისა, იმავე კვლევით დადასტურდა, რომ პაციენტების სისხლში, რომლებმაც ცხელი აბაზანა მიიღეს, ჭამის შემდეგ შაქრის რაოდენობა დაახლოებით 10%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ.
ამასთან ცხელი შხაპი კარგ შედეგს იძლევა გაციების ან რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში. ის ასევე უწყობს ხელს კარგ ძილს.