https://sputnik-georgia.com/20230421/alek-bolduins-semtxveit-mkvlelobis-braldeba-mouxsnes-276952832.html
გაჩნდა ახალი გარემოება: ალეკ ბოლდუინს შემთხვევით მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს
გაჩნდა ახალი გარემოება: ალეკ ბოლდუინს შემთხვევით მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. ნიუ-მექსიკოს (აშშ) პროკურატურამ მსახიობ ალეკ ბოლდუინს 2021 წლის 21 ოქტომბერს კინოფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორ გალინა... 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T18:27+0400
2023-04-21T18:27+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
შემთხვევები
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262175468_0:460:2004:1587_1920x0_80_0_0_e86de96a663d61a39b09b3849862560d.jpg
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. ნიუ-მექსიკოს (აშშ) პროკურატურამ მსახიობ ალეკ ბოლდუინს 2021 წლის 21 ოქტომბერს კინოფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორ გალინა ჰატჩინსის შემთხვევით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა, განაცხადეს მსახიობის ადვოკატებმა.თუმცა, მათი თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბოლდუინი სრულად გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და გამორიცხული არ არის, მას კვლავ წაუყენონ ბრალი.როგორც გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა CNN-ს, გაირკვა, რომ იარაღი, რომლითაც ჰატჩინსი სასიკვდილოდ დაიჭრა, მანამდე მოდიფიცირებული ყოფილა. ეს იყო ის ახალი გარემოება, რომელმაც გავლენა მოახდინა პროკურორების გადაწყვეტილებაზე. ახლა ისინი შეისწავლიან ამ პისტოლეტს და გაარკვევენ, როგორ შეიძლებოდა ემოქმედა მოდიფიკაციას „იარაღის ქცევაზე“.მანამდე ბოლდუინი აცხადებდა, რომ იარაღის სასხლეტისთვის თითი არ გამოუკვრია, მაგრამ მან მაინც გაისროლა. მაშინ ამგვარი შესაძლებლობა უარყო FBI-ს ექსპერტმა, რომელმაც განაცხადა, რომ იარაღი სასხლეტის გამოკვრის გარეშე არ ისვრის.წყარო: CNN
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262175468_0:0:2005:1504_1920x0_80_0_0_9d579f120cfc194a687a65f3aca9f7db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, შემთხვევები, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. ნიუ-მექსიკოს (აშშ) პროკურატურამ მსახიობ ალეკ ბოლდუინს 2021 წლის 21 ოქტომბერს კინოფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორ გალინა ჰატჩინსის შემთხვევით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა, განაცხადეს მსახიობის ადვოკატებმა.
თუმცა, მათი თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბოლდუინი სრულად გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და გამორიცხული არ არის, მას კვლავ წაუყენონ ბრალი.
„ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტით კმაყოფილები ვართ. <...> გამოვლინდა ახალი ფაქტები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ გამოძიებას და ექსპერტიზას. მოვუწოდებთ გამოძიებას, სათანადოდ გამოიკვლიოს ამ ტრაგიკული შემთხვევის ფაქტები და გარემოებები“, — ნათქვამია ბოლდუინის ადვოკატების განცხადებაში.
როგორც გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა CNN-ს, გაირკვა, რომ იარაღი, რომლითაც ჰატჩინსი სასიკვდილოდ დაიჭრა, მანამდე მოდიფიცირებული ყოფილა. ეს იყო ის ახალი გარემოება, რომელმაც გავლენა მოახდინა პროკურორების გადაწყვეტილებაზე. ახლა ისინი შეისწავლიან ამ პისტოლეტს და გაარკვევენ, როგორ შეიძლებოდა ემოქმედა მოდიფიკაციას „იარაღის ქცევაზე“.
მანამდე ბოლდუინი აცხადებდა, რომ იარაღის სასხლეტისთვის თითი არ გამოუკვრია, მაგრამ მან მაინც გაისროლა. მაშინ ამგვარი შესაძლებლობა უარყო FBI-ს ექსპერტმა, რომელმაც განაცხადა, რომ იარაღი სასხლეტის გამოკვრის გარეშე არ ისვრის.