თუშეთში მკვლელობა მოხდა: მოკლული ბრალდებულის მეგობარია

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2023
გამოწერა
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის მაღალმთიან ზოლში, სოფელ ჭეშოში მკვლელობა მოხდა, იუწყება „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 40 წლის ნოდარ ნეკერაული, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდანაა.
მკვლელობა ოთხშაბათს, გვიან საღამოს მოხდა. ტელეარხის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.
სავარაუდო დამნაშავე ნეკერაულის თანასოფლელი და მეზობელი ჯაბა ქააძეა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ნეკერაული და ქააძე მეგობრობდნენ და საქონელს ერთად მწყემსავდნენ. მათივე თქმით, მათ შორის რაიმე კონფლიქტის შესახებ არაფერი სმენიათ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანადირო თოფითაა ჩადენილი. გარდა ამისა, ადგილობრივები ამბობენ, რომ თავად ბრალდებულიც დაჭრილია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0