თბილისში ინოვაციური სასტუმრო ჰაბის მშენებლობა იწყება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსასტუმრო ჰაბის Central Park Towers მშენებლობა
სასტუმრო ჰაბის Central Park Towers მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2023
გამოწერა
ჰაბი ერთ ტერიტორიაზე გააერთიანებს ბრენდული სასტუმრო Radisson Blu-ს შენობას და კიდევ სხვა მფლობელების 10 სასტუმროს.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე აშენდება რეგიონში უმსხვილესი სასტუმრო ჰაბი Central Park Towers, რომელიც ხუთვარსკვლავიან 25 სასტუმროს გააერთიანებს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
პროექტი Central Park Towers ჯამში 1.500 ნომერს მოიცავს. პროექტის რეალიზაციაში ორი წლის განმავლობაში ჩაიდება 300 მლნ დოლარი. Central Park Towers-ის სივრცეში განთავსდება მსოფლიოს 7 წამყვანი სამზარეულოს პრემიუმ-კლასის რესტორნები, მათ შორის, რეგიონში პირველი მიშლენის ვარსკვლავის რესტორანი, სპა-ცენტრი და პრემიუმ-კლასის საოფისე ნაგებობები, საქართველოში ყველაზე ძვირი პენტჰაუსები, თანამედროვე ავტომატიზებული პარკინგი.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის პროექტები არა მარტო საინვესტიციო კუთხითაა მნიშნელოვანი, არამედ ქმნის ახალი მიზიდულობის ცენტრებს ტურიზმისთვის, რადგან ესაა სასტუმრო კლასტერი. თავისთავად ეს არის ორიგინალური პროექტი და პირველად საქართველოში განხორციელდება", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ინოვაციური ჰაბი ერთ ტერიტორიაზე გააერთიანებს ბრენდულ სასტუმრო „რედისონ ბლუს" და ათი სხვადასხვა მფლობელის 10 სხვადასხვა სასტუმროს; ყველა შენობას ექნება საერთო მულტიფუნქციური სივრცე.
Central Park Towers-ში განთავსდება რეგიონში ყველაზე დიდი, 2.500 ადამიანზე გათვლილი ივენთ-ჰოლი, საქართველოში ყველაზე დიდი კაზინო, ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიები.
მინისტრის თქმით, ეს პროექტი სამშობლოში დაასაქმებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთში სასტუმრო სექტორში მუშაობენ.
„ამასთან, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობენ და სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობენ, თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ და ასეთ მაღალი დონის პირობებში შეძლონ პროფესიული ცოდნის გამოყენება და პროფესიული თვალსაზრისით საკუთარი თავის რეალიზაცია", – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში კურორტების განვითარების ახალი პროგრამა იწყება>>
კომპლექსს „ორბი ჯგუფი" ააშენებს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პროექტის კონცეფცია და ინფრასტრუქტურული დეტალები, სამუშაო პროცესის მიმდინარეობა გააცნო. პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში ასევე გაიმართა კომპანია „ორბი ჯგუფსა" და საერთაშორისო სასტუმროს ოპერატორ Radisson Blu-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია.
მინისტრის განცხადებით, პროექტს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რაც მისი სწრაფად და დაუბრკოლებლად რეალიზების გარანტია იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0