https://sputnik-georgia.com/20230420/sudanshi-myopi-qartvelebi-ramadanis-dasrulebamde-evakuaciis-sakitxis-mogvarebas-itxoven-276905706.html
სუდანში მყოფი ქართველები რამადანის დასრულებამდე ევაკუაციის საკითხის მოგვარებას ითხოვენ
სუდანში მყოფი ქართველები რამადანის დასრულებამდე ევაკუაციის საკითხის მოგვარებას ითხოვენ
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ასევე აპირებენ თავიანთი მოქალაქეების და... 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T12:51+0400
2023-04-20T12:51+0400
2023-04-20T18:21+0400
საქართველო
სუდანი
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276807662_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_c892c8e78312cd008c7dfa46350f0ff1.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ვერ ტოვებენ სუდანს, ითხოვენ მათი ევაკუაციის პროცესთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები 21 აპრილამდე მოგვარდეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".პარასკევს, 21 აპრილს მუსულმანური სამყარო რამადან-ბაირამის დასრულებას აღნიშნავს, ბევრს იმედი აქვს, რომ ამ დღესასწაულზე სუდანში საომარი მოქმედებები შეწყდება. სხვადასხვა ინფორმაციით, სუდანში 40-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება, მათი უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებიან.საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ირგვლივ ვითარება უარესდება: დღის განმავლობაში მოხდა სერიოზული შეტაკებები, დაიწვა აეროპორტის შენობა. საბედნიეროდ, არ დაზიანებულა ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი, ასევე ასაფრენი ბილიკი და, შესაბამისად, შესაძლებელია ევაკუაციის განხორციელება.სუდანში ავიაკომპანიის პარტნიორები გვეხმარებიან თანამშრომლებისთვის პროდუქტების მიწოდებაში, დასძინა მან.ადგილობრივი პარტნიორები ეხმარებიან ასევე ავიაკომპანია Myway Airlines-ის თანამშრომლებს.როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მუშაობს სუდანიდან თანამემამულეების გამოყვანის საკითხზე.სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა. გაეროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 185 და დაშავდა 1,8 ათასი ადამიანი.სუდანში კონფლიქტის მიზეზიდღევანდელმა მოწინააღმდეგეებმა 2019 წელს ერთიანი ძალებით დაამხეს ქვეყნის დიდი ხნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. რეგიონულ პარტნიორებთან, ასევე შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ საჯარისო სტრუქტურების ხელმძღვანელობა დათანხმდა გარდამავალ პერიოდში ძალაუფლების სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის გადაცემაზე. თუმცა ამ დრომდე ქვეყანაში ძალაუფლება სამოქალაქო ხელისუფლების ხელში არ გადასულა.საგარეო საქმეთა სამინისტრო სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე მუშაობს>>>სუდანის წამყვანმა ოპოზიციურმა მოძრაობამ „ძალები თავისუფლებისა და ცვლილებისთვის“ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ სუდანში გარდამავალი სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერა გადაიდო.ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ხელმოწერის გადადების მიზეზი გახდა წინააღმდეგობები არმიასა (რომელსაც აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ხელმძღვანელობს) და სწრაფი რეაგირების ძალების გასამხედროებულ ქვედანაყოფებს შორის, რომელთა სათავეში მუჰამედ დაგლო დგას.უთანხმოება უმაღლესი რანგის ოფიცრებს შორის, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს მის დამხობამდე, შეიარაღებული ძალების რიგებში სპეცდანიშნულების რაზმის ინტეგრაციის საკითხებს უკავშირდება. შეთანხმების ხელმოწერამდე მიმდინარე მსჯელობაში ეს ყველაზე საკამათო საკითხი აღმოჩნდა.სუდანის არმიის სარდალმა, გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა 15 აპრილს სწრაფი რეაგირების ძალების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან უარი თქვა მათთან მოლაპარაკებაზე და დაადანაშაულა ისინი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებაში.
საქართველო
სუდანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276807662_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_2986312b14f2611c9f4ed1c27e814e57.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სუდანი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სუდანი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სუდანში მყოფი ქართველები რამადანის დასრულებამდე ევაკუაციის საკითხის მოგვარებას ითხოვენ
12:51 20.04.2023 (განახლებულია: 18:21 20.04.2023) საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციაზე მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ასევე აპირებენ თავიანთი მოქალაქეების და თანამშრომლების სუდანიდან გაყვანას.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ვერ ტოვებენ სუდანს, ითხოვენ მათი ევაკუაციის პროცესთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები 21 აპრილამდე მოგვარდეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
პარასკევს, 21 აპრილს მუსულმანური სამყარო რამადან-ბაირამის დასრულებას აღნიშნავს, ბევრს იმედი აქვს, რომ ამ დღესასწაულზე სუდანში საომარი მოქმედებები შეწყდება. სხვადასხვა ინფორმაციით, სუდანში 40-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება, მათი უმეტესობა ქართული ავიაკომპანიების თანამშრომელია, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებიან.
საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ირგვლივ ვითარება უარესდება: დღის განმავლობაში მოხდა სერიოზული შეტაკებები, დაიწვა აეროპორტის შენობა. საბედნიეროდ, არ დაზიანებულა ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი, ასევე ასაფრენი ბილიკი და, შესაბამისად, შესაძლებელია ევაკუაციის განხორციელება.
„ჩვენი თანამშრომლები თავიანთ სახლებში, უსაფრთხოდ არიან. მათ აქვთ სამი-ოთხი დღის საკმარი საკვები და წყალი", – განაცხადა Geosky-ის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ.
სუდანში ავიაკომპანიის პარტნიორები გვეხმარებიან თანამშრომლებისთვის პროდუქტების მიწოდებაში, დასძინა მან.
ადგილობრივი პარტნიორები ეხმარებიან ასევე ავიაკომპანია Myway Airlines-ის თანამშრომლებს.
„ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა გვაქვს. ველოდებით პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციას. ასაფრენი ბილიკი არ დაუბომბავთ, ტერმინალი დაიბომბა, თუმცა გაფრენა ამის გარეშეცაა შესაძლებელი“, – განაცხადა Myway Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რატი ბაკურაძემ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მუშაობს სუდანიდან თანამემამულეების გამოყვანის საკითხზე.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა. გაეროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 185 და დაშავდა 1,8 ათასი ადამიანი.
სუდანში კონფლიქტის მიზეზი
დღევანდელმა მოწინააღმდეგეებმა 2019 წელს ერთიანი ძალებით დაამხეს ქვეყნის დიდი ხნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. რეგიონულ პარტნიორებთან, ასევე შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ საჯარისო სტრუქტურების ხელმძღვანელობა დათანხმდა გარდამავალ პერიოდში ძალაუფლების სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის გადაცემაზე. თუმცა ამ დრომდე ქვეყანაში ძალაუფლება სამოქალაქო ხელისუფლების ხელში არ გადასულა.
სუდანის წამყვანმა ოპოზიციურმა მოძრაობამ „ძალები თავისუფლებისა და ცვლილებისთვის“ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ სუდანში გარდამავალი სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერა გადაიდო.
ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ხელმოწერის გადადების მიზეზი გახდა წინააღმდეგობები არმიასა (რომელსაც აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ხელმძღვანელობს) და სწრაფი რეაგირების ძალების გასამხედროებულ ქვედანაყოფებს შორის, რომელთა სათავეში მუჰამედ დაგლო დგას.
უთანხმოება უმაღლესი რანგის ოფიცრებს შორის, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს მის დამხობამდე, შეიარაღებული ძალების რიგებში სპეცდანიშნულების რაზმის ინტეგრაციის საკითხებს უკავშირდება. შეთანხმების ხელმოწერამდე მიმდინარე მსჯელობაში ეს ყველაზე საკამათო საკითხი აღმოჩნდა.
სუდანის არმიის სარდალმა, გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა 15 აპრილს სწრაფი რეაგირების ძალების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან უარი თქვა მათთან მოლაპარაკებაზე და დაადანაშაულა ისინი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებაში.