https://sputnik-georgia.com/20230420/saqartvelosi-meteoprognozebis-mimartulebit-musaoba-gaaqtiurdeba-276922229.html
საქართველოში მეტეოპროგნოზების მიმართულებით მუშაობა გააქტიურდება
საქართველოში მეტეოპროგნოზების მიმართულებით მუშაობა გააქტიურდება
Sputnik საქართველო
ფერმერები, რომელთათვისაც ამინდის ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვანია, მიიღებენ უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას ამინდის შესახებ. 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T20:20+0400
2023-04-20T20:20+0400
2023-04-20T22:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276920432_0:114:1600:1015_1920x0_80_0_0_0732de4a360222fadb353e2bd53e15e8.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2023 წლის ბოლომდე 72 ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგური დამონტაჟდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლიმატური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. 2024 წლის პირველი ნახევრისთვის ქვეყანაში 300-მდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სადგური იქნება დამონტაჟებული.უკვე დაწყებულია თანამედროვე დანადგარების მოწყობა და რეგიონული ოფისების მშენებლობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.ქართველი ფერმერები აგროკრედიტით დრონისა და მეტეოსადგურის ყიდვას შეძლებენ >>შამუგიას განცხადებით, აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსალოდნელი სტიქიური პროცესების, ასევე ამინდის პროგნოზის ხარისხს. ფერმერები, რომელთათვისაც ამინდის ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვანია, მიიღებენ უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას ამინდის შესახებ.ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური 24-საათიან რეჟიმში ზომავს ისეთ მეტეოროლოგიურ პარამეტრებს, როგორიცაა ატმოსფერული წნევა, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ნალექი, ქარის სიჩქარე. ყველა ინფორმაცია გადაიცემა ონლაინ-რეჟიმში.ჰიდროლოგიური სადგურის დახმარებით სპეციალისტები აკვირდებიან და სწავლობენ წყლის ობიექტების და ტერიტორიების, მდინარეების, ტბების, ზღვების, წყალსაცავების, ჭაობებისა და მყინვარების რეჟიმს (წყლის დონე, წყლის ტემპერატურა, დინების სიჩქარე, სიმღვრივე და ა.შ.).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276920432_0:0:1424:1067_1920x0_80_0_0_4c501991ff818ed872a962bc68075faf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოში მეტეოპროგნოზების მიმართულებით მუშაობა გააქტიურდება
20:20 20.04.2023 (განახლებულია: 22:07 20.04.2023) ფერმერები, რომელთათვისაც ამინდის ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვანია, მიიღებენ უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას ამინდის შესახებ.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2023 წლის ბოლომდე 72 ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგური დამონტაჟდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლიმატური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. 2024 წლის პირველი ნახევრისთვის ქვეყანაში 300-მდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სადგური იქნება დამონტაჟებული.
უკვე დაწყებულია თანამედროვე დანადგარების მოწყობა და რეგიონული ოფისების მშენებლობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.
შამუგიას განცხადებით, აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსალოდნელი სტიქიური პროცესების, ასევე ამინდის პროგნოზის ხარისხს. ფერმერები, რომელთათვისაც ამინდის ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვანია, მიიღებენ უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას ამინდის შესახებ.
ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური 24-საათიან რეჟიმში ზომავს ისეთ მეტეოროლოგიურ პარამეტრებს, როგორიცაა ატმოსფერული წნევა, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ნალექი, ქარის სიჩქარე. ყველა ინფორმაცია გადაიცემა ონლაინ-რეჟიმში.
ჰიდროლოგიური სადგურის დახმარებით სპეციალისტები აკვირდებიან და სწავლობენ წყლის ობიექტების და ტერიტორიების, მდინარეების, ტბების, ზღვების, წყალსაცავების, ჭაობებისა და მყინვარების რეჟიმს (წყლის დონე, წყლის ტემპერატურა, დინების სიჩქარე, სიმღვრივე და ა.შ.).