https://sputnik-georgia.com/20230420/saqartvelos-gavlit-centraluri-aziis-mimartulebit-avtomobilebis-gadazidvebi-iwyeba-276924435.html
საქართველოს რკინიგზით ცენტრალური აზიის მიმართულებით ავტომობილების გადაზიდვები იწყება
საქართველოს რკინიგზით ცენტრალური აზიის მიმართულებით ავტომობილების გადაზიდვები იწყება
Sputnik საქართველო
კომპანიები Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში ავტომობილების მიწოდებას განახორციელებენ მარშრუტით: საქართველო–აზერბაიჯანი–ყაზახეთი–უზბეკეთი. 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T21:30+0400
2023-04-20T21:30+0400
2023-04-20T22:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276922473_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_991f34eb84f29baa29353cde2cc04b81.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს რკინიგზით ქვეყნის ტერიტორიაზე Toyota-ს, BMW-ს და AUDI-ს მარკის ავტომობილების გადაზიდვები იწყება.ავტომობილების გადაზიდვები „საქართველოს რკინიგზის“ და ავტომწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.კომპანიები Toyota, BMW და AUDI ავტომობილების მიწოდებას ცენტრალურ აზიაში განახორციელებენ მარშრუტით: საქართველო–აზერბაიჯანი–ყაზახეთი–უზბეკეთი.პირველი გადაზიდვისთვის მომზადებული ტრანსპორტი ფოთის პორტში ავტომწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა პირადად დაათვალიერეს.„საქართველოს რკინიგზამ“ მოგება 25-ჯერ გაზარდა >>ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ, აღნიშნეს რკინიგზაში.მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს.სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276922473_88:0:1908:1365_1920x0_80_0_0_2745799316ee69a4e23ad4c065f7cc53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზით ცენტრალური აზიის მიმართულებით ავტომობილების გადაზიდვები იწყება
21:30 20.04.2023 (განახლებულია: 22:11 20.04.2023) კომპანიები Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში ავტომობილების მიწოდებას განახორციელებენ მარშრუტით: საქართველო–აზერბაიჯანი–ყაზახეთი–უზბეკეთი.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს რკინიგზით ქვეყნის ტერიტორიაზე Toyota-ს, BMW-ს და AUDI-ს მარკის ავტომობილების გადაზიდვები იწყება.
ავტომობილების გადაზიდვები „საქართველოს რკინიგზის“ და ავტომწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
კომპანიები Toyota, BMW და AUDI ავტომობილების მიწოდებას ცენტრალურ აზიაში განახორციელებენ მარშრუტით: საქართველო–აზერბაიჯანი–ყაზახეთი–უზბეკეთი.
პირველი გადაზიდვისთვის მომზადებული ტრანსპორტი ფოთის პორტში ავტომწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა პირადად დაათვალიერეს.
ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ, აღნიშნეს რკინიგზაში.
მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.