https://sputnik-georgia.com/20230420/saeklesio-kalendari-20-aprili-276855701.html
საეკლესიო კალენდარი: 20 აპრილი
საეკლესიო კალენდარი: 20 აპრილი
Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარში 20 აპრილი არის ღირსი გიორგი აღმსარებელის, წმიდა მოწამე კალიოპეს, მოწამეების: რუფინე დიაკონის, აკვილინა და 200 მხედარის ხსენების დღე. 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T09:00+0400
2023-04-20T09:00+0400
2023-04-20T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24415/22/244152273_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_811793dcb15357a8a3fbbaba4503371c.jpg
„Sputnik-საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსიგიორგი აღმსარებელი სიყრმიდან მონაზვნურად ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (716-741) დროს მან დაითმინა დევნა ხატმბრძოლთაგან და აღმსარებლის სახელი მიიღო.კონსტანტინე პორფიროგენეტის (780-797) ზეობის წლებში წმიდა გიორგის ხელი დაასხეს ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად კუნძულ ლესბოსზე. წმიდა გიორგის ცხოვრება გაბრწყინებული იყო უბიწოებით, სიწმიდით და ანგელოზთა ცხოვრებას ემსგავსებოდა. 815 წელს, ლეონ სომეხის (813-820) დროს, მოხუცი ეპისკოპოსი ხატმბრძოლებმა განდევნეს კათედრიდან და გადაასახლეს ხერსონესში, სადაც გარდაიცვალა 820 წლის შემდეგ. მისი გარდაცვალების დროს მელიტინის ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.მოწამე კალიოპეკალიოპე დაიბადა პამფილიის ქალაქ პერღამში. მისი მამა ცნობილი სენატორი იყო. დედა კი - ღვთისმოსავი ქალი თეოკლია. თეოკლიას დიდხანს არ ჰყავდა შვილი და მხურვალე ლოცვებით ევედრებოდა უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ძე უბოძა, მაგრამ ძის დაბადების შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა თეოკლიამ შვილი ქრისტიანულად აღზარდა.მალე დაიწყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა. თეოკლიამ გაიგო, რომ მისი შვილიც დაბეზღებული იყო წარმართებთან და კილიკიაში გაგზავნა. როდესაც წმიდანი კილიკიაში ჩავიდა, ქალაქში წარმართულ დღესასწაულს ზეიმობდნენ. ჭაბუკს შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღო ნადიმში. წმიდა კალიოპემ უარი განაცხადა და აშკარად აღიარა ქრისტე. ქალაქის მმართველმა მაქსიმმა კალიოპეს აღუთქვა, რომ თავის ასულს მისცემდა ცოლად, თუ კერპებს მსხვერპლს შესწირავდა. უარის მიღების შემდეგ მაქსიმმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ჭაბუკი. წმიდანი ხარის გამხმარი ძარღვებით ცემეს, შემდეგ რკინის ბორბალზე გადააკრეს და ნელ ცეცხლში დაუწყეს წვა, ბოლოს ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს.როდესაც თეოკლიამ შვილის ამბავი გაიგო, ანდერძი დატოვა, მონები გაანთავისუფლა, ქონება გლახაკებს დაურიგა და შვილთან წავიდა საპყრობილეში, დარაჯებს ფული მისცა, საკანში შევიდა და გაამხნევა შვილი.მეორე დღეს მაქსიმმა ბრძანა, ჯვარზე გაეკრათ ჭაბუკი. დასჯის დღე დაემთხვა დიდ ხუთშაბათს.თეოკლიამ დარაჯებს სთხოვა, თავდაღმა მიელურსმნათ შვილი ჯვარზე, რადგან მას მაცხოვრის მსგავსად აღსრულების ღირსად არ თვლიდა. მისი თხოვნა შეასრულეს. წმიდა მოწამე დიდ პარასკევამდე ჯვარზე ეკიდა და გარდაიცვალა მაცხოვრის ჯვარცმის დღეს.ჯვრიდან გარდამოხსნილი შვილის ცხედარი დედამ გულში ჩაიკრა, მაცხოვარს მადლობა შესწირა და თვითონაც უფალს მიაბარა სული. ქრისტიანებმა დედა-შვილის ცხედრები ერთად დამარხეს.მოწამენი: რუფინე დიაკონი, აკვილინა და მათთან 200 მხედარირუფინე დიაკონი, აკვილინა და მათთან ერთად 200 მხედარი აღესრულნენ 310 წელს ქალაქ სინოპში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს. როდესაც წმიდა რუფინე დიაკონი შეიპყრეს, წმიდა აკვილინა ზრუნავდა მასზე. ამიტომ ისიც საპყრობილეში ჩააგდეს. ციხეში ყოფნისას მოწამეებმა თავიანთი სასწაულებით მოაქციეს 200 მხედარი, რომლებმაც მათთან ერთად დაითმინეს სიკვდილი ქრისტესთვის: წმიდანებს თავი მოჰკვეთეს.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20230419/saeklesio-kalendari-19-aprili-276804680.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24415/22/244152273_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_fe849312f8e895cad9adfbcfbfeade2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება, საქართველო
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 20 აპრილი
საეკლესიო კალენდარში 20 აპრილი არის ღირსი გიორგი აღმსარებელის, წმიდა მოწამე კალიოპეს, მოწამეების: რუფინე დიაკონის, აკვილინა და 200 მხედარის ხსენების დღე.
„Sputnik-საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი
გიორგი აღმსარებელი სიყრმიდან მონაზვნურად ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (716-741) დროს მან დაითმინა დევნა ხატმბრძოლთაგან და აღმსარებლის სახელი მიიღო.
კონსტანტინე პორფიროგენეტის (780-797) ზეობის წლებში წმიდა გიორგის ხელი დაასხეს ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად კუნძულ ლესბოსზე. წმიდა გიორგის ცხოვრება გაბრწყინებული იყო უბიწოებით, სიწმიდით და ანგელოზთა ცხოვრებას ემსგავსებოდა. 815 წელს, ლეონ სომეხის (813-820) დროს, მოხუცი ეპისკოპოსი ხატმბრძოლებმა განდევნეს კათედრიდან და გადაასახლეს ხერსონესში, სადაც გარდაიცვალა 820 წლის შემდეგ. მისი გარდაცვალების დროს მელიტინის ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.
კალიოპე დაიბადა პამფილიის ქალაქ პერღამში. მისი მამა ცნობილი სენატორი იყო. დედა კი - ღვთისმოსავი ქალი თეოკლია. თეოკლიას დიდხანს არ ჰყავდა შვილი და მხურვალე ლოცვებით ევედრებოდა უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ძე უბოძა, მაგრამ ძის დაბადების შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა თეოკლიამ შვილი ქრისტიანულად აღზარდა.
მალე დაიწყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა. თეოკლიამ გაიგო, რომ მისი შვილიც დაბეზღებული იყო წარმართებთან და კილიკიაში გაგზავნა. როდესაც წმიდანი კილიკიაში ჩავიდა, ქალაქში წარმართულ დღესასწაულს ზეიმობდნენ. ჭაბუკს შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღო ნადიმში. წმიდა კალიოპემ უარი განაცხადა და აშკარად აღიარა ქრისტე. ქალაქის მმართველმა მაქსიმმა კალიოპეს აღუთქვა, რომ თავის ასულს მისცემდა ცოლად, თუ კერპებს მსხვერპლს შესწირავდა. უარის მიღების შემდეგ მაქსიმმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ჭაბუკი. წმიდანი ხარის გამხმარი ძარღვებით ცემეს, შემდეგ რკინის ბორბალზე გადააკრეს და ნელ ცეცხლში დაუწყეს წვა, ბოლოს ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს.
როდესაც თეოკლიამ შვილის ამბავი გაიგო, ანდერძი დატოვა, მონები გაანთავისუფლა, ქონება გლახაკებს დაურიგა და შვილთან წავიდა საპყრობილეში, დარაჯებს ფული მისცა, საკანში შევიდა და გაამხნევა შვილი.
მეორე დღეს მაქსიმმა ბრძანა, ჯვარზე გაეკრათ ჭაბუკი. დასჯის დღე დაემთხვა დიდ ხუთშაბათს.
თეოკლიამ დარაჯებს სთხოვა, თავდაღმა მიელურსმნათ შვილი ჯვარზე, რადგან მას მაცხოვრის მსგავსად აღსრულების ღირსად არ თვლიდა. მისი თხოვნა შეასრულეს. წმიდა მოწამე დიდ პარასკევამდე ჯვარზე ეკიდა და გარდაიცვალა მაცხოვრის ჯვარცმის დღეს.
ჯვრიდან გარდამოხსნილი შვილის ცხედარი დედამ გულში ჩაიკრა, მაცხოვარს მადლობა შესწირა და თვითონაც უფალს მიაბარა სული. ქრისტიანებმა დედა-შვილის ცხედრები ერთად დამარხეს.
მოწამენი: რუფინე დიაკონი, აკვილინა და მათთან 200 მხედარი
რუფინე დიაკონი, აკვილინა და მათთან ერთად 200 მხედარი აღესრულნენ 310 წელს ქალაქ სინოპში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს. როდესაც წმიდა რუფინე დიაკონი შეიპყრეს, წმიდა აკვილინა ზრუნავდა მასზე. ამიტომ ისიც საპყრობილეში ჩააგდეს. ციხეში ყოფნისას მოწამეებმა თავიანთი სასწაულებით მოაქციეს 200 მხედარი, რომლებმაც მათთან ერთად დაითმინეს სიკვდილი ქრისტესთვის: წმიდანებს თავი მოჰკვეთეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით