რა გახდა ზუგდიდი-თბილისის მატარებლის შეფერხების მიზეზი

© photo: Sputnik / Stringerმატარებელი ზუგდიდში
მატარებელი ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2023
გამოწერა
მატარებელი ავარიულად გაჩერდა ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ზუგდიდი–თბილისის მატარებელი სოფელ ინგირში დაახლოებით ორი საათი იყო გაჩერებული, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 225 მგზავრი იმყოფებოდა, ავარიულად გაჩერდა ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო.
ტელეკომპანიის ცნობით, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება ხელოვნურად მოხდა.
ამჟამად ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და მოკვლევის სამუშაოებს აწარმოებენ.
ყველა ახალი ამბავი
0