ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო - ქართველი მოჭიდავეების ერთი დღის შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

© courtesy of Geno Petriashviliევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში
ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში
 - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2023
გამოწერა
ამჟამად ქართული გუნდის ანგარიშზეა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი. ჩემპიონატი 23 აპრილამდე გაგრძელდება.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ზაგრებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში პეტრიაშვილი ლეგენდარულ თურქ მოჭიდავე ტაჰა აკგულს შეხვდა და 4:9 დამარცხდა.
სამმა მოჭიდავემ – შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
წინა დღეებში ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მიიღეს. 18 აპრილს გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ედემი ბოლქვაძე (65 კგ) მესამე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოიპოვა>>
ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობს. შეჯიბრება თავისუფალი სტილით ჭიდაობით დაიწყო, შემდეგ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. პირველობა 23 აპრილამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0