ქალის ექვსი ტიპი: ნახეთ, რომელი ხართ - ალფა, ბეტა, გამა თუ...

© Pixabay / melissaflorსამი ქალი
სამი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2023
გამოწერა
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ადამიანები, ისევე, როგორც ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები, ალფა, ბეტა და ა.შ. ტიპებად იყოფიან. სულ გამოირჩევა ექვსი ტიპი, თუმცა ერთისა და იმავე ტიპის ქალები და მამაკაცები ერთანეთისგან განსხვავდებიან, წერს ბრიტანული Express.
როგორც გამოცემა აზუსტებს, სულ ექვსი ტიპი არსებობს. ესენია: ალფა, ბეტა, გამა, დელტა, სიგმა და ომეგა.
Express-ის პუბლიკაციაში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, განხილულია ექვსივე ტიპის ქალების პიროვნული მახასიათებლები. ნახეთ, როგორები არიან ისინი და გაარკვიეთ, რომელ ტიპს განეკუთვნებით.

ალფა

ალფა-ქალი, ისევე, როგორც ალფა-მამაკაცი, ლიდერია. ასეთი ქალი აუცილებლად გამოირჩევა ბრბოსგან, იმიტომ რომ იცის და სჯერა საკუთარი ძალა-შესაძლებლობებისა.
ალფა-ქალი ყოველთვის არ ისწრაფვის „ხროვისკენ“. ხშირად ის მარტოც ბედნიერად გრძნობს თავს და „რაზმის დასტური“ არაფერში სჭირდება.
შესაძლოა ბევრი ახლო მეგობარი არ ჰყავდეს, მაგრამ ის ყოველთვის პოპულარულია და პატივისცემას იმსახურებს.
ალფა-ქალი იმდენად თავდაჯერებულია, რომ არაფერში სჭირდება სხვათა დამცირება. ის ყოველთვის დაიცავს იმ პოზიციას, რომელიც სწორად მიაჩნია.
ალფა-ქალი ზედმეტადაა დაკავებული საკუთარ თავსა და ახლობლებზე ზრუნვით და მხოლოდ იმაზე კონცენტრირდება, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მას არასდროს სცალია ჭორაობისა და ენის უსაქმოდ ფხანისთვის.
ალფა-ქალი, როგორც წესი, წარმატებულია კარიერაში, ვინაიდან შრომისმოყვარეცაა, ქარიზმატულიც და განსაკუთრებული ხიბლიც აქვს, რაც ადამიანებს კეთილად განაწყობს მისდამი.

ბეტა

ბეტა-ქალს ხშირად სუსტად აღიქვამენ, მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ, ალფასთან შედარებით, უფრო მორჩილია და ნაკლებად რეაქტიული.
მიდრეკილია მდინარის მიმრთულებით ცურვისკენ, არ უყვარს კონფლიქტები. ოღონდ დრამა თავიდან აიცილოს, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას, ბეტა-ქალი გაჩუმებას ამჯობინებს.
მშფოთვარეა, ხშირად ინტროვერტული და ნაკლებად აქტიური, როცა საქმე სასურველის მიღებას, ან ახალი ადამიანების გაცნობას ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ ბეტა-ქალი უკიდურესად კეთილია და მოსიყვარულე, არ ღირს ამ თვისებების სისუსტედ ჩათვლა — ის არავის არასდროს მისცემს უფლებას, უპატიოდ მოეპყრას.

გამა

შეიძლება ითქვას, რომ გამა-ქალი ყველა ტიპის ნაზავია. ხშირად შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მათი ცხოვრება ზედმეტად კარგია საიმისოდ, რომ რეალობა იყოს. გამა დამოუკიდებელია, ორგანიზებული, მიზანსწრაფული და არავისი მოწონება-დასტური არ სჭირდება.
ასეთი ქალი ძალიან შეგნებულია და ამიტომ, სანამ ვინმესთან ერთად რაიმე ურთიერთობას (რომანტიკულს თუ მეგობრულს) დაიწყებს, აუცილებლად შეეცდება, რაღაცნაირად მოაწესრიგოს საკუთარი ცხოვრება.
გამა-ქალის საცხოვრებელი ყოველთვის სუფთაა, მოწესრიგებული და მოხერხებული. მას ყოველთვის აქვს გეგმა ან სისტემა და ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა სხვებზე.
გამა შორსმჭვრეტელია, მიზნის მისაღწევად ყოველთვის გეგმას ადგენს და არასდროს გადადის ამ გეგმიდან.

დელტა

დელტა-ქალი ბეტას ჩამოჰგავს, თუმცა უფრო მეტადაა დაინტერესებული საკუთარი ფინანსებითა და გარეგნობით.
ამბობენ, დელტა თავდაპირველად ალფა-ქალი იყო, მაგრამ რაღაც ცუდმა გამოცდილებამ აქცია დელტადო.
ეს საკმაოდ თავშეკავებული და თავმდაბალი ქალია, მაგრამ უკიდურესად მოსიყვარულეა პარტნირისა თუ მეგობრების მიმართ.
დელტა-ქალს შესანიშნავი კომუნიკაციური უნარები აქვს, მაგრამ ურთიერთობას მაშინვე არ იწყებს — მანამდე ნდობის პრობლემის გადალახვა უწევს. ის ნაკლები ხალისით ამყარებს კავშირებს ახალ ადამიანებთან, ვინაიდან საკმაოდ მორცხვია და არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად შინ დარჩენას იმიტომ არჩევს, რომ საკუთარ გარეგნულ მომხიბლაობაში დარწმუნებული არ არის.
ამასთან დელტა-ქალი პრაქტიკულიცაა და აქტიურიც, თუმცა შესაძლოა პესიმისტად მოგეჩვენოთ.

სიგმა

სიგმა-ქალი ალფას ზოგ თვისებას ფლობს, თუმცა უფრო ღრმად აზროვნებს და უფრო ემოციურიცაა. ამასთან, ალფასგან განსხვავებით, არასდროს ცდილობს იყოს დომინანტი, არ მონაწილეობს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში.
სიგმა ძალიან თავდაჯერებულია და დამაინტრიგებელი. ამიტომ კომპანიებში ყველას მზერა მისკენაა მიმართული.
სიგმას შეუძლია გახდეს ლიდერი, თუ ეს აუცილებელი იქნება. სხვა შემთხვევაში მას თავისი საქმეების კეთება, დამოუკიდებლად მუშაობა ურჩევნია.
ამასთან არ აინტერესებს, რას ამბობენ სხვები მასზე — სხვათა მოსაზრებები მასზე გავლენას ვერ ახდენს.
მეორე მხრივ, სიგმა-ქალი ძალია ემოციურია და ადამიანებთან მიჩვევა იცის. არის ერთგული მეგობარი და რომანტიკული პარტნიორი — თუ დაგჭირდათ, თქვენი გულისთვის ყველა საქმეს გადადებს.
სხვათა შორის, წყენის გულში ჩადებაც სჩვევია, თუმცა ახლობლებს, წყენის მიუხედავად, მაინც ყოველთვის გვერდში უდგას.
სიგმა-ქალი ძალიან იზიდავს ადამიანებს, ვინაიდან ძალიან იდუმალია.

ომეგა

ომეგა-ქალი წიგნებში ამოკითხულ და ფილმებში ნანახ მორცხვ სტერეოტიპს მოგაგონებთ. ეს ძალიან ჭკვიანი ადამიანია, უყვარს სწავლა და შემეცნება. ძალიან გულდახურულია და მგრძნობიარე. წვეულებაზე წასვლასა და გართობას შინ დარჩენასა და დასვენებას ამჯობინებს.
მიუხედავად იმისა, რომ ომეგა-ქალი უკარებაა და თავი შორს უჭირავს, თუ ვინმეს დაუმეგობრდა ან შეიყვარა, ამ ურთიერთობებს მთელ თავის უნარებსა და ძალისხმევას მოახმარს.
გამორიცხული არ არის, რომ ომეგა-ქალის მორიდებულობამ, მორცხვობამ და თავშეკავებულობამ ერთ დღეს ემოციური აფეთქება გამოიწვის, რასაც შეიძლება პანიკური შეტევა ან ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვეს.
წყარო: Express
ყველა ახალი ამბავი
0