https://sputnik-georgia.com/20230420/magniumi-aaxalgazrdavebs-tvins-daamcirebs-demenciis-riskebs-276907530.html
მაგნიუმი ტვინს აახალგაზრდავებს: მეცნიერები ასახელებენ ნორმას
მაგნიუმი ტვინს აახალგაზრდავებს: მეცნიერები ასახელებენ ნორმას
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მაგნიუმის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას და დემენციის პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა, აცხადებენ ავსტრალიის... 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T13:35+0400
2023-04-20T13:35+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
დემენცია
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24065/04/240650405_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_504dcdd41861e7c36e50a9c6dbcc3881.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მაგნიუმის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას და დემენციის პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა, აცხადებენ ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ცენტრის ექსპერტები.მათი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ვიტამინურ დანამატებზე, არამედ მაგნიუმით მდიდარ საკვებზეც.სპეციალისტების თქმით, მაგნიუმი ცნობილია ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტით. მას ასევე იღებენ კუნთების ძალის გასაზრდელად, ინფექციებისგან იმუნიტეტის დაცვის გასაძლიერებლად და ნაწლავებისა და შარდსასქესო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.გამომდინარე იქიდან, რომ მაგნიუმი გავლენას ახდენს ნერვული სისტემის აგზნებადობაზე და თავის ტვინის ქერქთან „მუშაობს“, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, თუ როგორ აისახება ის ცენტრალური ნერვული სისტემისა და მთლიანად ტვინის მუშაობაზე.მასშტაბურ კვლევაში 40-დან 73 წლამდე ასაკის 6000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის მომენტისთვის არცერთ მათგანს არ ჰქონდა დემენციის დიაგნოზი. მეცნიერებმა მონაწილეები ორად დაყვეს: ერთი ჯგუფის თითოეულ წევრს ყოველდღიურად 550 მილიგრამ მაგნიუმს აძლევდნენ, ხოლო მეორე ჯგუფში — 350 მილიგრამს.როგორც საბოლოო ანალიზმა აჩვენა, პირველი ჯგუფის წევრებს, 55 წელზე უფროსი ასაკისებსაც კი, თავის ტვინი საგრძნობლად გაუახალგაზრდავდათ. მათი თავის ტვინის ასაკი ბიოლოგიურ ასაკს, სულ ცოტა, ერთი წლით ჩამორჩებოდა.მეცნიერების თქმით, ჯგუფის წევრებს ასევე შეუმცირდათ მეხსიერებისა და კოგნიტიური ფუნქციების პრობლემები.სწავლულების განმარტებით, მაგნიუმის მაღალ დონეს თავის ტვინში დამჟანგავი სტრესებისა და სისტემური ანთებების დაქვეითება შეუძლია, გარდა ამისა, ის აუმჯობესებს სინაპტიკურ მოქნილობას — მეხსიერებასა და სწავლებასთან დაკავშირებულ უმთავრეს მექანიზმს.როგორც მკვლევარები ამბობენ, მაგნიუმის მაღალი დონე ქალებში უფრო კარგ ეფექტს იძლევა, ვიდრე მამაკაცებში, განსაკუთრებით, პოსტმენოპაუზურ პერიოდში.საინტერესოა მაგნიუმთან დაკავშირებული სხვა კვლევების შედეგებიც. რამდენიმე ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ალცჰაიმერით დაავადებულებს სისხლში მაგნიუმის დონე ბევრად დაბალი აქვთ, ვიდრე ჯანმრთელებს.საიდან შეიძლება მაგნიუმის მიღებაბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ვიტამინების) გარდა, მაგნიუმს შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა:გარდა ამისა, მაგნიუმი შედის ზოგი სახეობის თესლეულში. ესენია: სელის თესლი, კანაფის თესლი, გოგრის თესლი, სეზამის თესლი, ჩიას თესლი და სხვ.წყარო: Springer Link
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24065/04/240650405_9:0:1818:1357_1920x0_80_0_0_6513061105660c4a04224c0e1082a23f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, დემენცია, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, დემენცია, ექიმის რჩევები
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მაგნიუმის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას და დემენციის პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა, აცხადებენ ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ცენტრის ექსპერტები.
მათი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ვიტამინურ დანამატებზე, არამედ მაგნიუმით მდიდარ საკვებზეც.
სპეციალისტების თქმით, მაგნიუმი ცნობილია ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტით. მას ასევე იღებენ კუნთების ძალის გასაზრდელად, ინფექციებისგან იმუნიტეტის დაცვის გასაძლიერებლად და ნაწლავებისა და შარდსასქესო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ მაგნიუმი გავლენას ახდენს ნერვული სისტემის აგზნებადობაზე და თავის ტვინის ქერქთან „მუშაობს“, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, თუ როგორ აისახება ის ცენტრალური ნერვული სისტემისა და მთლიანად ტვინის მუშაობაზე.
მასშტაბურ კვლევაში 40-დან 73 წლამდე ასაკის 6000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის მომენტისთვის არცერთ მათგანს არ ჰქონდა დემენციის დიაგნოზი. მეცნიერებმა მონაწილეები ორად დაყვეს: ერთი ჯგუფის თითოეულ წევრს ყოველდღიურად 550 მილიგრამ მაგნიუმს აძლევდნენ, ხოლო მეორე ჯგუფში — 350 მილიგრამს.
როგორც საბოლოო ანალიზმა აჩვენა, პირველი ჯგუფის წევრებს, 55 წელზე უფროსი ასაკისებსაც კი, თავის ტვინი საგრძნობლად გაუახალგაზრდავდათ. მათი თავის ტვინის ასაკი ბიოლოგიურ ასაკს, სულ ცოტა, ერთი წლით ჩამორჩებოდა.
მეცნიერების თქმით, ჯგუფის წევრებს ასევე შეუმცირდათ მეხსიერებისა და კოგნიტიური ფუნქციების პრობლემები.
„ასაკის მატებასთან ერთად ტვინის მოცულობა მცირდება. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მაგნიუმის მიღება 41%-ით გაიზრდება. ეს აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს და ამცირებს ან გადაავადებს დემენციის რისკებს“, — აცხადებენ კვლევის ავტორები.
სწავლულების განმარტებით, მაგნიუმის მაღალ დონეს თავის ტვინში დამჟანგავი სტრესებისა და სისტემური ანთებების დაქვეითება შეუძლია, გარდა ამისა, ის აუმჯობესებს სინაპტიკურ მოქნილობას — მეხსიერებასა და სწავლებასთან დაკავშირებულ უმთავრეს მექანიზმს.
როგორც მკვლევარები ამბობენ, მაგნიუმის მაღალი დონე ქალებში უფრო კარგ ეფექტს იძლევა, ვიდრე მამაკაცებში, განსაკუთრებით, პოსტმენოპაუზურ პერიოდში.
საინტერესოა მაგნიუმთან დაკავშირებული სხვა კვლევების შედეგებიც. რამდენიმე ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ალცჰაიმერით დაავადებულებს სისხლში მაგნიუმის დონე ბევრად დაბალი აქვთ, ვიდრე ჯანმრთელებს.
საიდან შეიძლება მაგნიუმის მიღება
ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ვიტამინების) გარდა, მაგნიუმს შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა:
გარდა ამისა, მაგნიუმი შედის ზოგი სახეობის თესლეულში. ესენია: სელის თესლი, კანაფის თესლი, გოგრის თესლი, სეზამის თესლი, ჩიას თესლი და სხვ.