კახეთში დაკარგული 24 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2023
გამოწერა
ლევან დოლენჯაშვილს ოჯახი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ეძებდა.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 24 წლის ლევან დოლენჯაშვილის ცხედარი სოფელ საცხენეში, მდინარის პირას, ხევში იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ახალგაზრდა სოფელ საცხენიდან 8 აპრილს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ნათესავების თქმით, იმ დღეს ის მეზობელ სოფელში ნაცნობებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა.
ოჯახის წევრების ცნობით, დაკარგულს რაიმე დაპირისპირება ან კონფლიქტი არც ოჯახის წევრებთან და არც იმ ადამიანებთან ჰქონია, რომლებთან ერთადაც 8 აპრილის ღამეს გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე იქეიფა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროში ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.
ყველა ახალი ამბავი
0