Imagine Dragons თბილისში კონცერტს გამართავს

© courtesy of Imagine Dragonsჯგუფი Imagine Dragons
ჯგუფი Imagine Dragons - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2023
გამოწერა
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ამერიკული პოპ-როკ-ჯგუფი Imagine Dragons თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 აგვისტოს კონცერტს გამართავს.
Imagine Dragons-ის კონცერტი სამთავრობო კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას. ბილეთები 24 აპრილიდან გაიყიდება ვებ-გვერდზე BSA.ge.
სამთავრობო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი დანარჩენი კონცერტები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და შეკვეთილში - Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზის სცენაზე.
აგვისტოში კონცერტები შემდეგი გრაფიკით ჩატარდება:
NILE RODGERS & CHIC – 5 აგვისტო (Black Sea Arena)
FKJ – 6 აგვისტო (Black Sea Arena)
Damian Lazarus – 10 აგვისტო (The Social Space)
THE KILLERS – 15 აგვისტო (Black Sea Arena)
All Day I Dream – 18 აგვისტო (The Social Space)
Imagine Dragons – 31 აგვისტო (მიხეილ მესხის სტადიონი).
Imagine Dragons ლას-ვეგასში 2008 წელს შეიქმნა. 2012 წლის სექტემბერში ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Night Visions ჩაწერა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა. ამერიკულმა ჟურნალმა Billboard-მა Imagine Dragons-ს „2013 წლის ყველაზე კაშკაშა ახალი ვარსკვლავი" უწოდა, ხოლო ჟურნალმა Rolling Stone-მა მათი სინგლი Radioactive „წლის საუკეთესო როკ-ჰიტად" დაასახელა.
ყველა ახალი ამბავი
0