https://sputnik-georgia.com/20230420/iens-stoltenbergi-kievsia-276909077.html
გამოუცხადებელი ვიზიტი: იენს სტოლტენბერგი კიევშია - ფოტო
გამოუცხადებელი ვიზიტი: იენს სტოლტენბერგი კიევშია - ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი კიევში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა, იუწყება უკრაინული მედია. 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T13:01+0400
2023-04-20T13:01+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
ნატო
იენს სტოლტენბერგი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/11/274959241_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_22e4923f846115c47074e44931d2d09e.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი კიევში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა, იუწყება უკრაინული მედია.გავრცელებული ინფორმაციით, სტოლტენბერგი უკვე ეწვია კიევის ცენტრში მდებარე დაღუპული უკრაინელი მეომრების მემორიალს მათი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. შესაბამისი ფოტოები სოციალური ქსელებით ვრცელდება.ამასთან ერთად აღინიშნება, რომ მემორიალთან ნატოს გენერალურ მდივანს მხოლოდ საკუთარი დაცვა და უკრაინული საპატიო ყარაული ახლდა.როგორც მასმედია წერს, სტოლტენბერგს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი, თუმცა რა თემებზე იმსჯელებენ ისინი, ჯერჯერობით უცნობია.ასევე ჯერჯერობით არ მჟღავნდება ნატოს გენმდივნის გეგმის სხვა დეტალები.აღსანიშნავია, რომ ეს იენს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტია უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. აპრილის დასაწყისში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები მზად არიან გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მოსალოდნელი კონტრშეტევის მოლოდინში. ნატოს გენმდივნის განმარტებით, ალიანსი კიევს საბჭოთა იარაღიდან დასავლურზე გადასვლაში დაეხმარება. საერთო ჯამში, სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან ნატოს ქვეყნებმა უკრაინას 65 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი მიაწოდეს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/11/274959241_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_40dca390121b2fc05066db33c0dd80cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა , ნატო , იენს სტოლტენბერგი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა , ნატო , იენს სტოლტენბერგი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი კიევში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა, იუწყება უკრაინული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, სტოლტენბერგი უკვე ეწვია კიევის ცენტრში მდებარე დაღუპული უკრაინელი მეომრების მემორიალს მათი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. შესაბამისი ფოტოები სოციალური ქსელებით ვრცელდება.
ამასთან ერთად აღინიშნება, რომ მემორიალთან ნატოს გენერალურ მდივანს მხოლოდ საკუთარი დაცვა და უკრაინული საპატიო ყარაული ახლდა.
როგორც მასმედია წერს, სტოლტენბერგს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი, თუმცა რა თემებზე იმსჯელებენ ისინი, ჯერჯერობით უცნობია.
ასევე ჯერჯერობით არ მჟღავნდება ნატოს გენმდივნის გეგმის სხვა დეტალები.
აღსანიშნავია, რომ ეს იენს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტია უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. აპრილის დასაწყისში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები მზად არიან გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მოსალოდნელი კონტრშეტევის მოლოდინში. ნატოს გენმდივნის განმარტებით, ალიანსი კიევს საბჭოთა იარაღიდან დასავლურზე გადასვლაში დაეხმარება. საერთო ჯამში, სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან ნატოს ქვეყნებმა უკრაინას 65 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი მიაწოდეს.